თეგი: გაუქმება

აშშ-მ გააუქმა კანონი, რომლითაც აბორტის უფლება ფედერალურ დონეზე იყო დაცული

აშშ-ის უზენაესმა სასამართლომ, მის მიერ 1973 წლეს მიღებული გადაწყვეტილება გააუქმა, რაც ქალებს საკუთარი ნებით აბორტის გაკეთების უფლებას აძლევს. ახლა არასასურველი ორსულობის შეწყვეტის საკითხი თითოეული შტატის კანონმდებლობის დონეზე გადაწყდება. ქალთა უფლებების დამცველები შიშობენ, რომ ამან შეიძლება გამოიწვიოს  კონსერვატიულად განწყობილ სამხრეთ და შუა დასავლეთის (midwest) შტატებში აბორტის ფაქტობრივი აკრძალვა. აშშ-ის სულ მცირე 22 შტატი ახლა სავარაუდოდ აბორტს მთლიანად ან უმეტეს შემთხვევაში აკრძალავს. უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების გამოცხადებიდან რამდენიმე წუთის შემდეგ, მისურის გენერალურმა პროკურორმა ხელი მოაწერა კანონს აბორტის აკრძალვის შესახებ. აშშ-ის უზენაესმა სასამართლომ 1973 წელს ისტორიული გადაწყვეტილება გამოიტანა საქმეზე "რო უეიდის წინააღმდეგ", რომელშიც ნათქვამი იყო, რომ ქალებს აბორტის კონსტიტუციური უფლება აქვთ. ამ გადაწყვეტილებიდან 50 წლის შემდეგ კი, უზენაესი სასამართლოს ცხრიდან ხუთმა კონსერვატორმა მოსამართლემ განაცხადა, რომ ეს საკითხი არ განეკუთვნება კონსტიტუციით დაცულ ჩამონათვალს.  

შტაინმაიერმა კიევში ვიზიტი გააუქმა

გერმანიის პრეზიდენტმა ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა, 20 ოქტომბერს კიევში დაგეგმილი ვიზიტი გააუქმა. პრეზიდენტის ოფისის ინფორმაციით, ვიზიტი „უსაფრთხოების მიზეზების გამო“ გაუქმდა.  კერძოდ, საგარეო საქმეთა სამინისტრომ, შინაგან საქმეთა სამინისტრომ და გერმანიის უშიშროების ორგანოებმა შტაინმაიერს ურჩიეს, რომ კიევში ბოლო დღეებში მუდმივი საჰაერო თავდასხმების გამო ვიზიტი გადაედო.