თეგი: ეპიდემია

სპეციალისტები ევროპის რიგ ქვეყნებში, აშშ-ში, კანადასა და დიდ ბრიტანეთში მაიმუნის ყვავილის სავარაუდო შემთხვევებს იკვლევენ - BBC

ვირუსი მარტივად არ ვრცელდება და ფართო საზოგადოებისთვის რისკი ძალიან დაბალია ჯანდაცვის ორგანოებისა და ადგილობრივი მედიის ცნობით, სპეციალისტები ევროპის რიგ ქვეყნებში, აშშ-ში, კანადასა და დიდ ბრიტანეთში მაიმუნის ყვავილის სავარაუდო შემთხვევებს იკვლევენ. ბოლო დადასტურებული შემთხვევები იტალიასა და შვედეთში დაფიქსირდა. ამას წინ უძღოდა ოთხშაბათს აშშ-ში, ესპანეთსა და პორტუგალიაში შემთხვევების დადასტურება, ასევე კანადაში 13 საეჭვო შემთხვევის კვლევა. მაიმუნის ყვავილი ცენტრალური და დასავლეთ აფრიკის შორეულ ნაწილებშია ყველაზე მეტად გავრცელებული. დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის ეროვნული სამსახურის ცნობით, მაიმუნის ყვავილი იშვიათი ვირუსული ინფექციაა, რომელიც ჩვეულებრივ სუსტია და ადამიანების უმეტესობა რამდენიმე კვირაში გამოჯანმრთელდება.  დაავადების პირველი შემთხვევა დიდ ბრიტანეთში 7 მაისს დაფიქსირდა. ამჟამად, დიდ ბრიტანეთში ცხრა დადასტურებული შემთხვევაა. ამ ინფექციების წყარო ჯერ კიდევ არ არის დადასტურებული. ევროპაში, ერთი დადასტურებული შემთხვევა დაფიქსირდა, ხუთშაბათს  - შვედეთში, ასევე, ერთი  - იტალიაში. შვედეთის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ არ იციან, როგორ დაინფიცირდა ეს ადამიანი, მაგრამ ადგილობრივი მედია იუწყება, რომ იტალიაში მყოფი ადამიანი ცოტა ხნის წინ, კანარის კუნძულებიდან დაბრუნდა. ხუთი დადასტურებული შემთხვევა პორტუგალიაში ოთხშაბათს დაფიქსირდა. შვიდი შემთხვევა ესპანეთში გამოვლინდა. მიუხედავად იმისა, რომ ევროპაში ამ ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა არ არის დამტკიცებული, უკვე გავრცელდა ცნობა, რომ ესპანეთის ჯანდაცვის ორგანოებმა, ეპიდემიასთან გასამკლავებლად ათასობით ვაქცინა შეიძინეს, იტყობინება ესპანური გაზეთი El País. აშშ-ის მასაჩუსეტსის შტატის ჯანდაცვის ხელისუფლებამ ასევე დაადასტურა, რომ ჩრდილოეთ ამერიკაში, მაიმუნის ყვავილით კაცი დაინფიცირდა. ჯანდაცვის ოფიციალური პირების თქმით, კაცი ჰოსპიტალიზებულია, მისი მდგომარეობა სტაბილურია და საზოგადოებისთვის საფრთხეს არ წარმოაადგენს. ინფორმაციისთვის, მაიმუნის ყვავილი (Monkeypox) ჩუტყვავილას „ოჯახიდან“ არის.  

ჩინეთში, ეპიდვითარების გაუარესების გამო, პარკები და მუზეუმები დახურეს

პეკინში, ეპიდვითარების გაუარესების გამო, პარკები და მუზეუმები დაიხურა. ბოლო 24 საათში ჩინეთის დედაქალაქში, "კორონავირუსით" სამი ადამიანი გარდაიცვალა.  გასული დღის განმავლობაში, ინფიცირების 28 127 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა ქალაქ გუანჯოუში და ჩუნცინის მუნიციპალიტეტშია. რაც შეეხება პეკინს, აქ გასული დღის განმავლობაში, 1 438 შემთხვევა დაფიქსირდა.