თეგი: ნათლობა

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ნათლული კიდევ 965 ბავშვი გახდა

სამების საკათედრო ტაძარში რიგით 66-ე საყოველთაო ნათლობა გაიმართა. ამასთან, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ნათლული კიდევ 965 ბავშვი გახდა. ილია მეორის ნათლული ჯამში 45 000 ბავშვია. სამების საკათედრო ტაძარში საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე მივიდა და ნათლულები დალოცა.  

კათოლიკოს-პატრიარქის ნათლული კიდევ 1312 ბავშვი გახდა

სამების საკათედრო ტაძარში რიგით 67-ე საყოველთაო ნათლობა გაიმართა. კათოლიკოს-პატრიარქის ნათლული კიდევ 1312 ბავშვი გახდა. ილია მეორის ნათლული ჯამში 46 693 ბავშვია. ილია მეორის ნათლულები ჯვარდაწერილი წყვილების მესამე და შემდეგი შვილები არიან. საყოველთაო ნათლობის პირველი ღონისძიება 2008 წელს გაიმართა.