თეგი: ნიკოლაევი

ვოლოდიმირ ზელენსკი: რუსეთმა, უკრაინის შეიარაღებული ძალების წარმატებას, მიკოლაევზე იერიშით ცინიკურად უპასუხა

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ, მიკოლაევზე სარაკეტო თავდასხმის შედეგების ვიდეო Facebook-ზე გაასაჯაროვა.  „რუსეთმა, უკრაინის შეიარაღებული ძალების წარმატებას, მიკოლაევზე სარაკეტო იერიშით ცინიკურად უპასუხა“, -წერს ზელენსკი სოციალურ ქსელში.  „თავდასხმა ხუთსართულიან საცხოვრებელ კორპუსზე განხორციელდა. შენობა სრულადაა დანგრეული მე-5-დან 1-ელ სართულამდე. სამწუხაროდ, არიან დაღუპულები და დაჭრილები. სამძებრო-სამაშველო სამუშაოები გრძელდება", - განაცხადა ზელენსკიმ.  როგორც Ukrinform იტყობინება, მიკოლაევის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ვიტალი კიმის განცხადებით, 11 ნოემბერს ნიკოლაივზე რუსული სარაკეტო თავდასხმის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და ორი დაშავდა.