თეგი: საქტატი

საქსტატი: სამრეწველო ფასების ინდექსი, წინა თვესთან შედარებით, 0.7 პროცენტით შემცირდა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2022 წლის იანვარში სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი, წინა თვესთან შედარებით, 0.7 პროცენტით შემცირდა, ხოლო წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით, სახეზეა ინდექსის 16.2-პროცენტიანი ზრდა.  მათივე ცნობით, 2021 წლის დეკემბერთან შედარებით, ფასები 3.4 პროცენტით შემცირდა სამთო-მოპოვებითი მრეწველობისა და კარიერების დამუშავების ჯგუფზე, რამაც -0.27 პროცენტული პუნქტით იქონია ზეგავლენა ჯამური ინდექსის ცვლილებაზე. ამავე პერიოდში ფასები შემცირდა დამამუშავებელი მრეწველობის პროდუქციის ჯგუფზე (-0.02 პროცენტი), რამაც -0.02 პროცენტული პუნქტი შეიტანა მთლიანი ინდექსის ცვლილებაში. ჯგუფში შემავალი პროდუქტებიდან აღსანიშნავია ფასების კლება სასმელებზე (-2.0 პროცენტი). გარდა ამისა, ფასების 5.6-პროცენტიანი კლება დაფიქსირდა ელექტროენერგიის, აირის, ორთქლისა და კონდიცირებული ჰაერის ჯგუფზე, რომლის წვლილმაც თვის ჯამური ინდექსის ცვლილებაში -0.48 პროცენტული პუნქტი შეადგინა. ფასები 2.9 პროცენტით გაიზარდა წყალმომარაგების, კანალიზაციის, ნარჩენების მართვითა და რეკულტივირებით მომსახურების ჯგუფზე, რამაც 0.07 პროცენტული პუნქტით იქონია ზეგავლენა ჯამური ინდექსის ცვლილებაზე. საქსტატის ინფორმაციით, 12-თვიან პერიოდში ინდექსის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ პროდუქტებზე: სამთო-მოპოვებითი მრეწველობა და კარიერების დამუშავება: ფასები გაზრდილია 3.1 პროცენტით, რაც მთლიანი ინდექსის ცვლილებაზე 0.1 პროცენტული პუნქტით აისახა. ჯგუფში აღსანიშნავია ფასების ზრდა სამთო-მოპოვებითი მრეწველობისა და კარიერების დამუშავების სხვა პროდუქტებზე (16.1 პროცენტი); დამამუშავებელი მრეწველობის პროდუქცია: ფასები გაიზარდა 21.9 პროცენტით, რამაც მთლიანი ინდექსის ზრდაზე 17.19 პროცენტული პუნქტით მოახდინა გავლენა. ფასები გაიზარდა შემდეგ ქვეჯგუფებზე: კვების პროდუქტები (12.6 პროცენტი), ძირითადი ქიმიური ნივთიერებები და ქიმიური პროდუქტები (193.3 პროცენტი) და ძირითადი ლითონები (41.3 პროცენტი); ელექტროენერგია, აირი, ორთქლი და კონდიცირებული ჰაერი: ფასები შემცირდა 10.4 პროცენტით, რამაც მთლიანი ინდექსის წლიურ ცვლილებაზე -1.17 პროცენტული პუნქტით იქონია გავლენა; წყალმომარაგება, კანალიზაცია, მომსახურება ნარჩენების მართვითა და რეკულტივირებით: ფასები გაიზარდა 2.9 პროცენტით, რამაც მთლიან ინდექსზე 0.08 პროცენტული პუნქტით იქონია გავლენა.

საქსტატი: აპრილში საქართველოში წლიურმა ინფლაციამ 12.8 პროცენტი შეადგინა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2022 წლის აპრილში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 1.8 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 12.8 პროცენტი შეადგინა. „ყოველთვიური ინფლაციის მაჩვენებლის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე: სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში ფასები გაიზარდა 3.3 პროცენტით, რაც თვის ინფლაციაზე 1.11 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები მომატებულია შემდეგ ქვეჯგუფებზე: ბოსტნეული და ბაღჩეული (9.0 პროცენტი), ზეთი და ცხიმი (7.4 პროცენტი), პური და პურპროდუქტები (4.7 პროცენტი), ყავა, ჩაი და კაკაო (4.1 პროცენტი), თევზეული (3.5 პროცენტი), ხილი და ყურძენი (3.2 პროცენტი), ხორცი და ხორცის პროდუქტები (2.2 პროცენტი), შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (1.8 პროცენტი); ტრანსპორტის ჯგუფში ფასები გაიზარდა 3.7 პროცენტით, რაც 0.46 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიანი ინდექსის ზრდაზე. ფასები გაზრდილია სატრანსპორტო მომსახურებაზე (4.6 პროცენტი) და პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე (3.9 პროცენტი); ტანსაცმელი და ფეხსაცმელი: ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 4.9 პროცენტიანი მატება, რაც თვის ინფლაციაზე 0.17 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები მომატებულია როგორც ფეხსაცმლის (9.5 პროცენტი), ისე ტანსაცმლის (2.9 პროცენტი) ქვეჯგუფებზე“, – აღნიშნულია საქსტატის მიერ გამოქვეყნებულ მონაცემებში.  

საქსტატი: იანვარ-ივლისში საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 10 186.1 მლნ აშშ დოლარი შეადგინა

2022 წლის იანვარ-ივლისში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 10 186.1 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 35.3%-ით მეტია. ამის შესახებ ინფორმაციას „საქსტატი“ ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, აქედან, ექსპორტი 3 098.7 მლნ. აშშ დოლარი იყო (36.3%-ით მეტი), ხოლო იმპორტი 7 087.4 მლნ. აშშ დოლარი (34.8%-ით მეტი). უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2022 წლის იანვარ-ივლისში 3 988.7 მლნ. აშშ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 39.2% შეადგინა“, - აღნიშნულია ინფორმაციაში. მათივე ცნობით, საქართველოს საგარეო ვაჭრობის დეტალური მონაცემები 19 აგვისტოს გამოქვეყნდება.