თეგი: ტენდერი

საქართველოს მთავრობა ანაკლიის პორტზე ახალი ტენდერის გამოცხადებას გეგმავს

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე მთავრობის დაქვემდებარებაში მყოფმა „ანაკლიის ნავსადგურის განვითარების სააგენტომ“ საკონსულტაციო მომსახურებების  გამარტივებული შესყიდვის შესახებ განაცხადი გააკეთა.   ეკონომიკის სამინისტრო ჯერ არ ასახელებს, თუ რომელ ინვესტორებს აინტერესებთ ანაკლიის პორტი იურიდიული ფირმა White & Case-ის, როტერდამის პორტის საკონსულტაციო ცენტრისა და კომპანია MTBS-ის მიერ შემუშავებული დოკუმენტების მიხედვით სააგენტო ახალი საერთაშორისო ტენდერის გამოცხადებას გეგმავს. შესყიდვის ღირებულება 1 მილიონი ლარია.  საქართველოს მთავრობამ განაცხადა, რომ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის გადაწყვეტილების ერთგულია, თუმცა ტენდერი ჯერ არ გამოცხადებულა - სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში „შესყიდვის მიზანია ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განვითარების პროექტის განსახორციელებლად კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელება, მათ შორის, ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის პროექტის ახალი ტენდერის მოსამზადებლად შესაბამისი ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევების განახლება, შერჩევის პროცესის დოკუმენტაციის შემუშავება, შერჩევის პროცესის წარმართვა და სხვა“, - ნათქვამია დოკუმენტში. შეგახსენებთ, რომ 2022 წლის 1-ელ აპრილს ეკონომიკის მინისტრმა  ლევან დავითაშვილმა მედიასთან განაცხადა, რომ ანაკლიის პორტით რამდენიმე ინვესტორი დაინტერესდა. „ანაკლიის საკითხის მოგვარება რამდენიმე საკითხს მოიცავს, მათ შორის არის საარბიტრაჟო დავის მოგვარების საკითხი, რომელშიც ჩვენ ჩვენი პოზიცია წარმოვადგინეთ საკონსულტაციო იურიდიულ კომპანიასთან ერთად. საბოლოოდ ჩვენ ამ პროექტს განვახორციელებთ,”- განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა. ამ დროისთვის ცნობილია, რომ სახელმწიფოს „ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან„ საარბიტრაჟო დავა 6 მლნ 900 ათასი ლარი დაუჯდა. 2022 წლის 1-ელ თებერვალს საქართველოში აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა განაცხადა, რომ ანაკლიის პორტის პროექტი დღეს საქართველოსთვის ხელიდან გაშვებულ შესაძლებლობას წარმოადგენს. 2021 წლის 6 ივლისს  აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელმა ფილიპ რიკერმა Europetime-ს განაცხადა, რომ ანაკლიის პორტი ეს არის უდიდესი შესაძლებლობა უცხოელი ინვესტორების მოსაზიდად. 2021 წლის 4 მარტს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ მთავრობა ანაკლიის პორტის მშენებლობაზე ახალ ტენდერს გამოაცხადებს. ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა (ADC) და მისმა ჰოლანდიელმა ინვესტორმა, ბობ მეიერმა საქართველოს წინააღმდეგ საარბიტრაჟო სარჩელი შეიტანეს. სარჩელის შეტანა 2020 წლის 30 ივლისს გამართულ პრესკონფერენციაზე კონსორციუმის სამეთვალყურეო საბჭოს წევრმა, ტედ ჯონასმა და იურიდიული ფირმის, BLC-ის მმართველმა პარტნიორმა ქეთევან ქვარცხავამ დააანონსეს. 2017 წლის 24 დეკემბერს ანაკლიაში პორტის მშენებლობის დაწყება მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა და ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ საზეიმო ვითარებაში გახსნეს. მაშინ კვირიკაშვილი ამბობდა, რომ ანაკლიის პორტი 21-ე საუკუნის საქართველოს ყველაზე დიდი პროექტია, საქართველოს ინდუსტრიულ ქვეყნად ქცევის გარანტი. საქართველოს მთავრობამ 2020 წლის 9 იანვარს განაცხადა, რომ ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო “ანაკლიის განვითარების კონსორციუმს”, რომელსაც ანაკლიის პორტი უნდა აეშენებინა, ხელშეკრულებას შეუწყვეტს. ასევე წაიკითხეთ ფილიპ რიკერი: ანაკლია და ყველა დიდი ინფრასტრუქტურული პროექტი, ეს არის უდიდესი შესაძლებლობა

ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, ანაკლიის პორტის პროექტზე, ახალი ტენდერის გამართვის ვადები უცნობია

ეკონომიკის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ „ანაკლიის პორტის პროექტზე“ ახალი ტენდერის ვადები ჯერ კიდევ უცნობია. ეკონომიკის სამინისტრო ჯერ არ ასახელებს, თუ რომელ ინვესტორებს აინტერესებთ ანაკლიის პორტი  მისი თქმით, სახელმწიფომ „ანაკლიის პორტთან“ დაკავშირებით მიზანშეწონილობის კვლევა რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებამდე ჩაატარა, თუმცა ახლა რეალობა შეცვლილია.  საქართველოს მთავრობა ანაკლიის პორტზე ახალი ტენდერის გამოცხადებას გეგმავს „ჩვენ ჩავატარეთ მიზანშეწონილობის კვლევა, ეს არის ძალიან მაღალრეპუტაციული ჰოლანდიური კომპანია. ეს კვლევა ომის დაწყებამდე ჩატარდა, ომის შემდეგ კი ბევრი პარამეტრი იცვლება. შესაბამისად, მიმდინარეობს დაზუსტება და სამუშაოები, რომლებიც მოგვცემს საშუალებას ჩვენს PPP კანონმდებლობაში გარკვეული ცვლილებები შევიტანოთ, რომელიც უფრო მეტ მოქნილობას მისცემს სახელმწიფოს და პოტენციურ ინვესტორსაც, რომ პროექტის რეალიზება მოხდეს. კონკრეტულ ვადებს წლის განმავლობაში მოგახსენებთ“, - განაცხადა დავითაშვილმა. ამ დროისთვის ცნობილია, რომ სახელმწიფოს „ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან„ საარბიტრაჟო დავა 6 მლნ 900 ათასი ლარი დაუჯდა.  2022 წლის 1 თებერვალს საქართველოში აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა განაცხადა, რომ ანაკლიის პორტის პროექტი დღეს საქართველოსთვის ხელიდან გაშვებულ შესაძლებლობას წარმოადგენს.  2021 წლის 6 ივლისს  აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელმა ფილიპ რიკერმა Europetime-ს განიცხადა, რომ ანაკლიის პორტი ეს არის უდიდესი შესაძლებლობა უცხოელი ინვესტორების მოსაზიდად.  2021 წლის 4 მარტს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ მთავრობა ანაკლიის პორტის მშენებლობაზე ახალ ტენდერს გამოაცხადებს.  ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა (ADC) და მისმა ჰოლანდიელმა ინვესტორმა, ბობ მეიერმა საქართველოს წინააღმდეგ საარბიტრაჟო სარჩელი შეიტანეს. სარჩელის შეტანა 2020 წლის 30 ივლისს გამართულ პრესკონფერენციაზე კონსორციუმის სამეთვალყურეო საბჭოს წევრმა, ტედ ჯონასმა და იურიდიული ფირმის, BLC-ის მმართველმა პარტნიორმა ქეთევან ქვარცხავამ დააანონსეს. 2017 წლის 24 დეკემბერს ანაკლიაში პორტის მშენებლობის დაწყება მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა და ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ საზეიმო ვითარებაში გახსნეს. მაშინ კვირიკაშვილი ამბობდა, რომ ანაკლიის პორტი 21-ე საუკუნის საქართველოს ყველაზე დიდი პროექტია, საქართველოს ინდუსტრიულ ქვეყნად ქცევის გარანტი. საქართველოს მთავრობამ 2020 წლის 9 იანვარს თქვა, რომ ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო “ანაკლიის განვითარების კონსორციუმს”, რომელსაც ანაკლიის პორტი უნდა აეშენებინა, ხელშეკრულებას შეუწყვეტს. ასევე წაიკითხეთ  ფილიპ რიკერი: ანაკლია და ყველა დიდი ინფრასტრუქტურული პროექტი, ეს არის უდიდესი შესაძლებლობა