თეგი: ტრანსპორტირება

ბაქო-თბილისი-ჯეიჰანით 2022 წელს, ტრანზიტული ნავთობის ტრანსპორტირება 46,7%-ით გაიზარდა

ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის (BTC) მილსადენით კასპიის რეგიონში მესამე მხარის ნავთობის ტრანსპორტირება გაგრძელდება. „BTC-ით გაგრძელდება ნავთობის აზერი-ჩირაგ-გუნეშლის (ACG) ბლოკიდან ტრანზიტი, ხოლო კონდენსატის გადაზიდვა შაჰ-დენიზის საბადოდან “, - აცხადებენ bp-ში.  აღსანიშნავია, რომ დეკემბრიდან LUKOIL-მა დასავლეთის სანქციების გამო ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენით ნავთობის ექსპორტი შეაჩერა და ნედლეულს კასპიის მილსადენის კონსორციუმის სისტემაში გადაიტანს. 2002 წლის პირველ აგვისტოს დაარსებული BTC Co-ს აქციონერები არიან: bp (30,1 პროცენტი), AzBTC (25 პროცენტი), MOL (8,9 პროცენტი), Equinor (8,71 პროცენტი), TPAO (6 ,53 პროცენტი). პროცენტი), Eni (5 პროცენტი), Total (5 პროცენტი), იტოჩუ (3,4 პროცენტი), Inpex (2,5 პროცენტი), ExxonMobil (2,5 პროცენტი) და ONGC (2,36 პროცენტი). აზერბაიჯანის სახელმწიფო სტატისტიკური კომიტეტის მონაცემებით, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენით ტრანზიტული ნავთობის ტრანსპორტირებამ 2022 წლის იანვარ-ოქტომბერში 4,131 მლნ ტონა შეადგინა, 2021 წლის ანალოგიურ პერიოდში ეს მაჩვენებელი, 2,815 მლნ ტონა იყო. ამგვარად, ტრანზიტული ნავთობის ტრანსპორტირება წლის განმავლობაში, BTC-ით 46,7 პროცენტით გაიზარდა. საანგარიშო პერიოდში 24,428 მლნ ტონა ნავთობი გადაიზიდა BTC-ით, რაც აზერბაიჯანის მაგისტრალური ნავთობსადენებით ამოტუმბული ნავთობის 78,8 პროცენტს შეადგენს.   

თურქმენული გაზის ევროპაში ტრანსპორტირებისთვის სამუშაო ჯგუფი შეიქმნება - მევლუთ ჩავუშოღლუ

თურქმენული გაზის ევროპაში ტრანსპორტირების საკითხზე სამუშაო ჯგუფი შეიქმნება. ამის შესახებ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ თურქეთის, აზერბაიჯანისა და თურქმენეთის საგარეო საქმეთა მინისტრების ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა. თურქმენეთი და აზერბაიჯანი, ევროპის მიმართულებით ენერგორესურსების დივერსიფიკაციას გეგმავენ მან აღნიშნა, რომ თურქული სახელმწიფოების ორგანიზაცია თანამშრომლობის ყველაზე მნიშვნელოვანი პლატფორმაა. „ჩვენ ვდგამთ ქმედით ნაბიჯებს აზერბაიჯანთან სხვადასხვა მექანიზმების ფარგლებში. აზერბაიჯანული ბუნებრივი აირი სამხრეთ გაზის დერეფნისა და TANAP-ით ევროპაში ტრანსპორტირდება. თურქმენეთის ბუნებრივი აირის საკითხთან დაკავშირებით ასევე მზად ვართ გადავდგათ ერთობლივი ნაბიჯები. გადავწყვიტეთ ამ საკითხზე სამუშაო ჯგუფის შექმნა. ენერგეტიკულ თანამშრომლობის შესახებ დღეს ხელმოწერილი ურთიერთგაგების მემორანდუმი ასევე ქმნის აუცილებელ ჩარჩოებს“, - დასძინა ჩავუშოღლუმ.  

უკრაინა მზადაა, კასპიის ზღვიდან ევროკავშირში ტრანსპორტირების მიზნით, ბუნებრივი აირი თავისუფალ გაზსაცავებში შეინახოს

უკრაინა მზადაა, კასპიის ზღვიდან ევროკავშირის წევრ ქვეყნებში ბუნებრივი აირის ტრანსპორტირებისა და შესანახად თავისუფალი სიმძლავრეები უზრუნველყოს. ამის შესახებ უკრაინის ენერგეტიკის სამინისტროს პრესსამსახურში განაცხადეს. „რამდენიმე თვეში დაიწყება ინექციების სეზონი, რადგან დღეს ევროკავშირის ქვეყნებში გაზსაცავების უმეტესობა შევსებულია, რაც ხელს უწყობს უკრაინის გაზსაცავების მიმართ ინტერესის ზრდას. ძირითადი გადაწყვეტა ეფუძნება არსებული ინფრასტრუქტურის გამოყენებას, კერძოდ, ტრანსბალკანური გაზსადენის სიმძლავრეს. უკრაინის GTS ოპერატორისთვის ეს არის შესაძლებლობა, მოიზიდოს სერვისების ახალი მომხმარებლები“, - განაცხადა ენერგეტიკის მინისტრის მოადგილემ მიკოლა კოლესნიკმა ბაქოში, სამხრეთ გაზის დერეფნის მრჩეველთა საბჭოს მეცხრე მინისტერიალზე. მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, რომ უკრაინული მხარე დაინტერესებულია სამხრეთის გაზის დერეფნის პროექტის განხორციელებითა და მზადაა თანამშრომლობისთვის ბუნებრივი გაზის მიწოდების მარშრუტების დივერსიფიკაციის ფარგლებში. კოლესნიკმა აღნიშნა, რომ უკრაინის სტრატეგიული ინტერესია, ევროკავშირთან, აშშ-სთან, თურქეთთან და აზერბაიჯანთან თანამშრომლობა, მათ შორის სამხრეთში რუსეთის ფედერაციის გავლენის შესუსტება. შეგახსენებთ, რომ მანამდე, უკრაინულმა გაზის შემნახველმა ოპერატორმა Ukrtransgaz-მა ენერგეტიკის მარეგულირებელ ორგანოს ევროპული წესების შესაბამისად სერტიფიცირების მოთხოვნა წარუდგინა.