თეგი: ურაინა

რადიოსადგური „ეხო მოსკვი“ მუშაობას წყვეტს

რუსეთის ფედერაციაში რადიო არხის და ვებგვერდის „ეხო მოსკვის“ ლიკვიდაციის შესახებ მიიღეს გადაწყეტილება. „ეხო მოსკვი“ არის საინფორმაციო რადიოსადგურია, რომელიც 1990 წლიდან მაუწყებლობდა. რადიოსადგურის ყოველკვირეული აუდიტორია მოსკოვში დაახლოებით 2,2 მილიონი ადამიანია, ხოლო მთლიანად რუსეთის რეგიონებში - დაახლოებით 7 მილიონი ადამიანი. მთავარი რედაქტორის, ალექსეი ვენედიქტოვის ინფორმაციით, რადიოარხის და საიტის ლიკვიდაციის გადაწყვეტილება დირექტორთა საბჭომ ხმათა უმრავლესობით მიიღო. გავრცელებული ინფორმაციით, რუსეთის ხელისუფლება მოითხოვს, რომ რუსულმა მედიამ უკრაინაში საბრძოლო მოქმედებებს ომი არ უწოდოს და ინფორმაცია გაავრცელოს მხოლოდ რუსეთის ოფიციალური წყაროების მიხედვით. ამ მოთხოვნის შეუსრულებლობის გამო, პირველ მარტს რადიოსადგური „ეხო მოსკვი“ ეთერიდან გათიშეს და მისი ვებგვერდი დაბლოკეს. მედიის ცნობით, ოკუპანტი ქვეყნის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი კრემლში ერთი კვირაა, არ გამოჩენილა. როგორც წესი, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტთან ერთად შვეულმფრენები ყოველ დილით ცაში ჩანს მის რეზიდენციასთან, მაგრამ უკრაინაში შეჭრის დაწყების შემდეგ ისინი არ გამოჩენილან. 2020 წლის მონაცემებით, რადიოსადგურის აქციათა 66%-ს „გაზპრომ-მედია ჰოლდინგი“ ფლობდა.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი: NATO-ს მინისტერიალზე დმიტრო კულებას კიდევ ერთხელ დავუდასტურე უკრაინის მიმართ საქართველოს მხარდაჭერა

NATO-ს მინისტერიალზე დმიტრო კულებას კიდევ ერთხელ დავუდასტურე უკრაინის მიმართ საქართველოს მხარდაჭერა, - განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა. „ნატოს მინისტერიალზე შესაძლებლობა მომეცა, მოკლედ გავსაუბრებოდი უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრ დიმიტრო კულებას. შევთანხმდით მჭიდრო კომუნიკაციის გაგრძელებაზე და კიდევ ერთხელ დავუდასტურე საქართველოს მხარდაჭერა უკრაინის მიმართ“, - დაწერა ილია დარჩიაშვილმა Twitter-ზე. ასევე წაიკითხეთ: ილია დარჩიაშვილი იენს სტოლტენბერგს შეხვდა