თეგი: ჩარლზი

ჩარლზი გაერთიანებული სამეფოს მეფეა

BBC ელისაბედ მეორის გარდაცვალების შემდეგ წერს, რომ დედოფლის 70-წლიანი მმართველობა დასრულდა და მისი უფროსი ვაჟი ჩარლზი ახლა გაერთიანებული სამეფოს მეფეა. „დედოფალი დიდ ბრიტანეთს და მონარქიას თაობების განმავლობაში ხელმძღვანელობდა, მან მოიპოვა პატივისცემა და აღტაცება მთელ მსოფლიოში, მისი მოვალეობისადმი ერთგულებისათვის“, - წერს ბრიტანული მედია.  2022 წლის 8 სექტემბერს 1952 წელს დაწყებული ეპოქა დასრულდა. გაერთიანებული სამეფოს დედოფალი, ელისაბედ მეორე 96 წლის ასაკში გარდაიცვალა. ბუკინგემის სასახლე: ელისაბედ მეორის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ექიმები შეშფოთებულნი არიან ელისაბედ II ბრიტანეთის ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივი დროით მმართველობის სტატუსის მქონე მონარქი იყო. გარდაცვალებამდე ელისაბედ მეორე ბალმორალში (გაერთიანებული სამეფოს მონარქის რეზიდენცია შოტლანდიაში), სამედიცინო ზედამხედველობის ქვეშ იმყოფებოდა. ექიმები აცხადებდნენ, რომ დედოფლის მდგომარობა შემაშფოთებელი იყო.  სიკვდილის წინ ელისაბედ მეორესთან იმყოფებოდნენ სამეფო ოჯახის წევრები, მათ შორის იყო ბრინცი ჩარლზი.