თეგი: აბორტები

აშშ-მ გააუქმა კანონი, რომლითაც აბორტის უფლება ფედერალურ დონეზე იყო დაცული

აშშ-ის უზენაესმა სასამართლომ, მის მიერ 1973 წლეს მიღებული გადაწყვეტილება გააუქმა, რაც ქალებს საკუთარი ნებით აბორტის გაკეთების უფლებას აძლევს. ახლა არასასურველი ორსულობის შეწყვეტის საკითხი თითოეული შტატის კანონმდებლობის დონეზე გადაწყდება. ქალთა უფლებების დამცველები შიშობენ, რომ ამან შეიძლება გამოიწვიოს  კონსერვატიულად განწყობილ სამხრეთ და შუა დასავლეთის (midwest) შტატებში აბორტის ფაქტობრივი აკრძალვა. აშშ-ის სულ მცირე 22 შტატი ახლა სავარაუდოდ აბორტს მთლიანად ან უმეტეს შემთხვევაში აკრძალავს. უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების გამოცხადებიდან რამდენიმე წუთის შემდეგ, მისურის გენერალურმა პროკურორმა ხელი მოაწერა კანონს აბორტის აკრძალვის შესახებ. აშშ-ის უზენაესმა სასამართლომ 1973 წელს ისტორიული გადაწყვეტილება გამოიტანა საქმეზე "რო უეიდის წინააღმდეგ", რომელშიც ნათქვამი იყო, რომ ქალებს აბორტის კონსტიტუციური უფლება აქვთ. ამ გადაწყვეტილებიდან 50 წლის შემდეგ კი, უზენაესი სასამართლოს ცხრიდან ხუთმა კონსერვატორმა მოსამართლემ განაცხადა, რომ ეს საკითხი არ განეკუთვნება კონსტიტუციით დაცულ ჩამონათვალს.  

ანტონიო გუტერეშის განცხადებით, აბორტის ხელმისაწვდომობის შეზღუდვა მას უფრო სასიკვდილოს გახდის

Reuters ცნობით, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური მდივანი ანტონიო გუტერეში აშშ-ის უზენაესი სასამართლოს მიერ იმ კანონის გაუქმებას გამოეხმაურა, რომლითაც აბორტის უფლება ფედერალურ დონეზე იყო დაცული. აშშ-მ გააუქმა კანონი, რომლითაც აბორტის უფლება ფედერალურ დონეზე იყო დაცული გაერო-ს გენერალური მდივნის განცხადებით, აბორტის ხელმისაწვდომობის შეზღუდვა არ შეაჩერებს იმ ადამიანებს, რომლებსაც სურთ ეს პროცედურა და „ეს მას უფრო სასიკვდილოს ხდის“. „სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობა და უფლებები არის არჩევანის, გაძლიერებისა და თანასწორობის საფუძველი მსოფლიოს ქალებისა და გოგონებისთვის. აბორტის ხელმისაწვდომობის შეზღუდვა ხელს არ შეუშლის ადამიანებს ამ პროცესის ძიებაში, ეს მხოლოდ უფრო მომაკვდინებელს ხდის მას“, – აღნიშნა გუტერეშის წარმომადგენელმა, სტეფან დუჟარიკმა ჟურნალისტებთან საუბრისას.  

ჩინეთში შობადობა იმდენად დაეცა, რომ აბორტები ნაწილობრივ აკრძალეს - BBC

ჩინეთში, შობადობის მკვეთრად შემცირების გამო, ხელისუფლებამ აბორტები ნაწილობრივ აკრძალა. დედამიწაზე მოსახლეობის რაოდენობამ 8 მილიარდს გადააჭარბა რუსული BBC ცნობით, შობადობა ჩინეთში ბოლო ათწლეულში ყველა დროის ყველაზე დაბალ ნიშნულზეა. მოსახლეობა სულ უფრო და უფრო ბერდება, მთავრობა კი სიტუაციის გამოსასწორებლად მკვეთრ ზომებს იღებს. ჯანდაცვის წარმომადგენლების რეკომენდაციით, ჩინეთში ორსულობის შეწყვეტა მხოლოდ სამედიცინო მიზეზების გამო იქნება შესაძლებელი. ჩინეთის ხელისუფლება ასევე აცხადებს, რომ გაფართოვდება სოციალური დახმარება დედებისთვის და ნაყოფიერების მკურნალობა უფრო ხელმისაწვდომი გახდება. Countrymetrics.info-ს მიხედვით, ჩინეთი დედამიწაზე მოსახლეობის რაოდენობით პირველია.