ჩინეთში, შობადობის მკვეთრად შემცირების გამო, ხელისუფლებამ აბორტები ნაწილობრივ აკრძალა.
რუსული BBC ცნობით, შობადობა ჩინეთში ბოლო ათწლეულში ყველა დროის ყველაზე დაბალ ნიშნულზეა. მოსახლეობა სულ უფრო და უფრო ბერდება, მთავრობა კი სიტუაციის გამოსასწორებლად მკვეთრ ზომებს იღებს.
ჯანდაცვის წარმომადგენლების რეკომენდაციით, ჩინეთში ორსულობის შეწყვეტა მხოლოდ სამედიცინო მიზეზების გამო იქნება შესაძლებელი. ჩინეთის ხელისუფლება ასევე აცხადებს, რომ გაფართოვდება სოციალური დახმარება დედებისთვის და ნაყოფიერების მკურნალობა უფრო ხელმისაწვდომი გახდება.
Countrymetrics.info-ს მიხედვით, ჩინეთი დედამიწაზე მოსახლეობის რაოდენობით პირველია.