თეგი: ამბროლაური

ამბროლაურის მუნიციპალიტეტში ცოფის ლაბორატორიულად დადასტურებული 3 შემთხვევა დაფიქსირდა

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ცოფის ლაბორატორიულად დადასტურებული სამი შემთხვევა დაფიქსირდა. სამივე შემთხვევა ცხოველზე, კერძოდ, ძაღლზეა დაფიქსირებული. ინფორმაციას ამის შესახებ ამბროლაურის მუნიციპალიტეტი ავრცელებს. მათივე ცნობით, აღნიშნულიდან გამომდინარე, კარანტინი გამოცხადდა, რაც ცხოველების ქუჩაში და სხვა ადგილებში გამოყვანის აკრძალვას და მათ იზოლირებას გულისხმობს. „მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინებით და მათი უსაფრთხოების მიზნით 18 მარტს ჩატარდება სადეზინფექციო სამუშაოები და განხორციელდება უმეთვალყურეოდ დარჩენილი ძაღლების ოზურგეთის “ცხოველთა მუნიციპალურ თავშესაფარში” გადაყვანა. აღნიშნულიდან გამომდინარე არ იფუნქციონირებს ამბროლაურის ყოველკვირეული ბაზარი და მუნიციპალური ტრანსპორტი“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაცაიში.  

"ნაციონალური მოძრაობა" ამბროლაურის საკრებულოს სამივე წევრმა დატოვა

"ნაციონალური მოძრაობა" ამბროლაურის საკრებულოს წევრებმაც დატოვეს. საკრებულოს ფრაქციის სამივე წევრმა პარტიიდან წასვლის შესახებ  განცხადება საგანგებო ბრიფინგზე გააკეთეს. საკრებულო დატოვეს ამირან ლომთაძემ, ბაქარ გობეჯიშვილმა და ანა გურგენიძემ. ისინი ნიკა მელიას გუნდს შეუერთდებიან. „ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” სამივე წევრი ვტოვებთ კეზერაშვილის პირად პარტიას. არ ვნანობთ გასულ წლებს, რადგან მიგვაჩნია, რომ ვემსახურებოდით სიმართლეს და არასდროს გვიღალატია პრინციპებისთვის. ვნანობთ დაკარგულ ბოლო თვეებს, როდესაც “ნაციონალური მოძრაობა” ბინძური მეთოდებით მიითვისეს აღზევებულმა მდაბიოებმა, ათას პარტიაზე გადამხტარმა ვაჭრებმა გამიზნულად ყველაფერი გააკეთეს პარტიისა და მიხეილ სააკაშვილის დისკრედიტაციისთვის. ვტოვებთ უსამართლობას და მორალურად წელში გამართულები ვაგრძელებთ ბრძოლას ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ - მართალ და წესიერ ხალხთან ერთად. სიმართლეს დიდი ძალა აქვს და საბოლოო ჯამში, აუცილებლად გაიმარჯვებს!ჩვენთან ერთად ადგილობრივი ორგანიზაციის ძირითადი ბირთვიც უერთდება ნიკა მელიას გუნდს,"  - განაცხადეს ბრიფინგზე.