ამბროლაურის მუნიციპალიტეტში ცოფის ლაბორატორიულად დადასტურებული 3 შემთხვევა დაფიქსირდა

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ცოფის ლაბორატორიულად დადასტურებული სამი შემთხვევა დაფიქსირდა. სამივე შემთხვევა ცხოველზე, კერძოდ, ძაღლზეა დაფიქსირებული. ინფორმაციას ამის შესახებ ამბროლაურის მუნიციპალიტეტი ავრცელებს.

მათივე ცნობით, აღნიშნულიდან გამომდინარე, კარანტინი გამოცხადდა, რაც ცხოველების ქუჩაში და სხვა ადგილებში გამოყვანის აკრძალვას და მათ იზოლირებას გულისხმობს.

„მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინებით და მათი უსაფრთხოების მიზნით 18 მარტს ჩატარდება სადეზინფექციო სამუშაოები და განხორციელდება უმეთვალყურეოდ დარჩენილი ძაღლების ოზურგეთის “ცხოველთა მუნიციპალურ თავშესაფარში” გადაყვანა. აღნიშნულიდან გამომდინარე არ იფუნქციონირებს ამბროლაურის ყოველკვირეული ბაზარი და მუნიციპალური ტრანსპორტი“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაცაიში.