თეგი: ანაკლია

საქართველოს მთავრობამ განაცხადა, რომ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის გადაწყვეტილების ერთგულია, თუმცა ტენდერი ჯერ არ გამოცხადებულა - სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის 2022 წლის საინვესტიციო კლიმატის შეფასებით ანგარიშში საუბარია ანაკლიის პორტზე და აღნიშნულია, რომ ტრანზიტი და ლოჯისტიკა საქართველოსთვის კიდევ უფრო პრიორიტეტულ სექტორებად უნდა იქცეს.  სახელმწიფო დეპარტამენტმა საინვესტიციო კლიმატის შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა, რომელიც საქართველოსაც მოიცავს „მიუხედავად იმისა, რომ მთავრობამ განაცხადა, რომ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის გადაწყვეტილების ერთგულია, ტენდერი ჯერ არ გამოცხადებულა“, - ნათქვამია ანგარიშში.  საქართველოს ეროვნული ბანკი და ფინანსური ინსტიტუტები მოქმედებენ აშშ-ისა და სხვა ქვეყნების მიერ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების შესაბამისად - სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში „ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზამ გაზარდა საქართველოს სატრანზიტო პერსპექტივები და მთავრობა ეძებდა გზებს ვაჭრობის გასაძლიერებლად. 2016 წელს მთავრობამ ანაკლიაში ახალი პორტის აშენების ხელშეკრულება საერთაშორისო ინვესტორთა ჯგუფს, მათ შორის ამერიკულ კომპანიას გადასცა, თუმცა 2020 წელს მთავრობამ ჯგუფთან კონტრაქტი შეწყვიტა, რის შედეგადაც ინვესტორთან სამართლებრივი დავა წარმოიშვა. მიუხედავად იმისა, რომ მთავრობამ განაცხადა, რომ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის გადაწყვეტილების ერთგულია ტენდერი ჯერ არ გამოცხადებულა. ცალკე, ლოჯისტიკისა და პორტების მართვის კომპანიებმა ფოთსა და ბათუმში დაიწყეს ბათუმისა და ფოთის პორტების განვითარება და გაფართოება. 2020 წელს საქართველოს უდიდესი პორტის, შავი ზღვის ფოთის პორტის მფლობელმა ღრმაწყლოვანი პორტის შექმნის გეგმები გამოაცხადა. 2021 წელს ლოჯისტიკურმა კომპანიებმა დაასრულეს ორი ახალი ტერმინალის პროექტი ბათუმისა და ფოთის პორტებში“, - ნათქვამია ანგარიშში.  

ლევან დავითაშვილის თქმით, ანაკლიის პორტზე ინტერესთა გამოხატვა ახალი წესით გამოცხადდება

ეკონომიკის მინისტრის ლევან დავითაშვილის განცახდებით, ანაკლიის პორტზე ინტერესთა გამოხატვა ახალი წესით გამოცხადდება. დღეს მთავრობამ „ანაკლიაში შავი ზღვის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მშენებლობის, ოპერირებისა და გადმოცემის (BOT) შესახებ“ საჯარო და კერძო თანამშრომლობის პროექტის განხორციელების ეტაპები დაამტკიცა.  „დღეს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომლითაც ანაკლიაში შავი ზღვის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მშენებლობის, ოპერირებისა და გადმოცემის (BOT) შესახებ საჯარო და კერძო თანამშრომლობის პროექტის განხორციელების ეტაპები განისაზღვრა. ამ საკითხზე რამდენიმე თვის განმავლობაში ვმუშაობდით. ეს კანონმდებლობა რამდენიმე ეტაპს ითვალისწინებს, მათ შორისაა პროექტის იდენტიფიცირება, შემდგომში ინიცირება, მომზადება, კერძო პარტნიორის შერჩევა და პროექტის განხორციელების შეფასება. იცით, რომ ანაკლიის პროექტი ამ პროექტის ამოქმედებამდე იყო ინიცირებული და 2014 წელს გამოცხადდა ინტერესთა გამოხატვა ინვესტორის შერჩევაზე. უკვე ახალი კანონის შესაბამისად უნდა მოვახდინოთ პროცედურების გავლა. იდეინტიფიცირებისა და ინიცირების ეტაპები გავლილია და პროცესის დაჩქარება შეგვიძლია. ანუ შეგვიძლია კერძო პარტნიორების შერჩევის ეტაპიდან დაიწყოთ. ამისთვის საჭიროა შერჩევის პირობები მაღალ დონეზე იყოს მომზადებული”, - განაცახდა ეკონომიკის მინისტრმა.  ლევან დავითაშვილის ინფორმაციით, მთავრობამ სამინისტროს შესაძლებლობა მისცა ამ პროცესში საერთაშორისო საკონსულტაციო ჯგუფები დაიქირაოს. ეკონომიკის მინისტრი ასევე აცხადებს, რომ ანაკლიის პორტის პროექტის მიმართ დიდი ინტერესია და მიმდინარე წელს მთავრობას აბუ-დაბიდან ინვესტორებთან ჰქონდა შეხვედრა, ასევე ჩანიშნულია შეხვედრა სპარსეთის ყურის ქვეყნების დელეგაციასთან. ამ დროისთვის ცნობილია, რომ სახელმწიფოს „ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან„ საარბიტრაჟო დავა 6 მლნ 900 ათასი ლარი დაუჯდა. 2022 წლის 1 თებერვალს საქართველოში აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა განაცხადა, რომ ანაკლიის პორტის პროექტი დღეს საქართველოსთვის ხელიდან გაშვებულ შესაძლებლობას წარმოადგენს. 2021 წლის 6 ივლისს  აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელმა ფილიპ რიკერმა Europetime-ს განიცხადა, რომ ანაკლიის პორტი ეს არის უდიდესი შესაძლებლობა უცხოელი ინვესტორების მოსაზიდად. 2021 წლის 4 მარტს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ მთავრობა ანაკლიის პორტის მშენებლობაზე ახალ ტენდერს გამოაცხადებს. ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა (ADC) და მისმა ჰოლანდიელმა ინვესტორმა, ბობ მეიერმა საქართველოს წინააღმდეგ საარბიტრაჟო სარჩელი შეიტანეს. სარჩელის შეტანა 2020 წლის 30 ივლისს გამართულ პრესკონფერენციაზე კონსორციუმის სამეთვალყურეო საბჭოს წევრმა, ტედ ჯონასმა და იურიდიული ფირმის, BLC-ის მმართველმა პარტნიორმა ქეთევან ქვარცხავამ დააანონსეს. 2017 წლის 24 დეკემბერს ანაკლიაში პორტის მშენებლობის დაწყება მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა და ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ საზეიმო ვითარებაში გახსნეს. მაშინ კვირიკაშვილი ამბობდა, რომ ანაკლიის პორტი 21-ე საუკუნის საქართველოს ყველაზე დიდი პროექტია, საქართველოს ინდუსტრიულ ქვეყნად ქცევის გარანტი. საქართველოს მთავრობამ 2020 წლის 9 იანვარს თქვა, რომ ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო “ანაკლიის განვითარების კონსორციუმს”, რომელსაც ანაკლიის პორტი უნდა აეშენებინა, ხელშეკრულებას შეუწყვეტს. ასევე წაიკითხეთ  ფილიპ რიკერი: ანაკლია და ყველა დიდი ინფრასტრუქტურული პროექტი, ეს არის უდიდესი შესაძლებლობა

აშშ-ის თავდაცვის ატაშე საქართველოში: ღრმაწყლოვანი პორტების განვითარება შავი ზღვის რეგიონისთვის კარგ საფუძველს შექმნის

მალე, Europetime-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში, ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის ატაშე საქართველოში, პოლკოვნიკი ჯოზეფ ბილბო შეაჯამებს 2022 წლის მთავარ ასპექტებს საქართველო-აშშ-ის ურთიერთობებში. ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის ატაშესთან ინტერვიუს ფოკუსშია შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოება; რეგიონული სტაბილურობა უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე; საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის მთავარი ასპექტები, ანაკლიის პორტის პროექტი და სხვა აქტუალური საკითხები. „ვფიქრობ, ღრმაწყლოვანი პორტების განვითარება კომერციული ვაჭრობის განვითარებისთვის მნიშვნელოვანი კომპონენტია, რომელიც თავის მხრივ, შავი ზღვის რეგიონისთვის კარგ საფუძველს შექმნის, მათ შორის საქართველოსთვის პირველ რიგში ეკონომიკური განვითარება უნდა მოიტანოს. რაც შეეხება უსაფრთხოების თვალსაწიერს, ეს გაზრდის მოკავშირე და პარტნიორი ქვეყნებიდან გემების მასპინძლობის შესაძლებობას. საქართველო ხშირად მასპინძლობდა ასეთ ვიზიტებს აშშ-დან და NATO-ს სხვა მოკავშირეებიდან. სამწუხაროდ, ომის გამო იყო გარკვეული შეფერხება, თუმცა მოუთმენლად დაველოდებით ამ ვიზიტების კვლავ განახლებას, როცა ზღვებზე სტაბილური მდგომარეობა დაბრუნდება“, - ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის ატაშე, ჯოზეფ ბილბო Europetime-თან. ინფორმაციისთვის, თავდაცვის ატაშე წარმოადგენს ელჩის და მისიის სამუშაო ჯგუფის მთავარ მრჩეველს სამხედრო საკითხებსა და საქართველოში განვითარებულ მოვლენებზე. ის დანიშნულია ქვეყანაში უმაღლეს სამხედრო ოფიცრად თავდაცვის მდივნისა და გაერთიანებული შტაბების თავჯდომარის მიერ. თადაცვის ატაშე ასევე წარმოადგენს აშშ-ის თავდაცვის მდივანს, ყველა სამსახურეობრივ სამდივნოს, გენერალური შტაბების თავმჯდომარეს და აშშ-ის ევროპულ სარდლობას საქართველოში. თავდაცვის ატაშე აკვირდება და ანგარიშს აკეთებს საქართველოში სამხედრო და უსაფრთხოების საკითხების განვითარებაზე, რჩევებს აძლევს ელჩს და მის მოადგილეს პოლიტიკურ-სამხედრო საკითხებზე და უზრუნველყოფს თავდავცის დეპარტამენტის და სამხედრო მოსამსახურეების საპატიო სტუმრების ვიზიტებს საქართველოში.

„ანაკლიის განვითარების კონსორციუმი“ განცხადებას ავრცელებს

„სამი წელი გავიდა, რაც საქართველოს მთავრობამ შეაჩერა ანაკლიის პროექტი და მას შემდეგ ამ პროექტის მომავლისთვის არაფერი გაუკეთებია, ცრუ დაპირებების გარდა 2023 წლის 9 იანვარი საქართველოს მთავრობის მიერ ანაკლიის პორტთან დაკავშირებული საინვესტიციო ხელშეკრულების შეწყვეტიდან სამი წლის თავზე“, - ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც „ანაკლიის განვითარების კონსორციუმი“ (ADC) ავრცელებს. „ზუსტად სამი წლის წინ ამ დღეს, საქართველოს მთავრობამ არაკეთილსინდისიერად შეწყვიტა ანაკლიის პორტის მშენებლობასთან დაკავშირებული საინვესტიციო ხელშეკრულება „ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან.“ ამ პორტს შეეძლო საქართველოს და მისი ეკონომიკის ტრანსფორმაცია, მთავრობას კი ამ სამი წლის მანძილზე, არაფერი გაუკეთებია ცრუ დაპირებების გარდა, თითქოს მხარს უჭერდეს ანაკლიის განვითარებას. ამ სამმა წელმა ანაკლიის პორტთან მიმართებაში მოიტანა მხოლოდ სტაგნაცია და სიყალბე საქართველოს მთავრობის მხრიდან, რომელიც პოლიტიკურად მოტივირებულ კამპანიას ეწეოდა პროექტის მთავარი ქართველი სპონსორების, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის რეპუტაციისა და იურიდიული მდგომარეობის შესარყევად. ტენდერში ADC-ის გამარჯვების შემდეგ, ხუთი პრემიერ- მინისტრი გამოიცვალა, ყველა მათგანი მმართველ პარტიას, „ქართულ ოცნებას“ წარმოადგენდა და ყველა ბიძინა ივანიშვილის ინტერესებს ემსახურებოდა. ანაკლიის პროექტი რომ განხორციელებულიყო თავდაპირველი გრაფიკით, პორტის 1 ფაზა ახლა უკვე იმუშავებდა, 900 000-მდე 20 ფუტიანი ტვირთის კონტეინერის (TEU) და 1,5 მილიონი ტონა მშრალი ნაყარი ტვირთის გამტარუნარიანობით (რაც ბევრად აღემატება ფოთის პორტის დღევანდელ გამტარუნარიანობას). საქართველო მიიღებდა უზარმაზარ ეკონომიკურ სარგებელს და აზიასა და ევროპას შორის ვაჭრობა ეფექტურად განხორციელდებოდა, რუსული გავლენის გვერდის ავლით. ამ ყველაფერმა განსაკუთრებული მნიშვნელობა შეიძინა გასულ წელს განვითარებული მოვლენების გათვალისწინებით, როდესაც უკრაინაში რუსეთის შეჭრამ აზიასა და ევროპას შორის ვაჭრობისთვის კიდევ უფრო აუცილებლად აქცია „შუა დერეფნის“ კონცეფცია. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ამ სამი წლის მანძილზე ADC კეთილსინდისიერად მოქმედებდა. კოვიდ-პანდემიის საწყის ეტაპზე, ჩვენ დროებით გადავდეთ საარბიტრაჟო დავა და ამ დროის განმავლობაში არაერთხელ ვეცადეთ საქართველოს მთავრობასთან მოლაპარაკება, რომ მოგვეძებნა გზები პროექტის რელსებზე დასაბრუნებლად, რათა თავიდან აგვეცილებინა ხანგრძლივი არბიტრაჟი. მთავრობას მუდმივად ვთავაზობდით დახმარებას პროექტისთვის ახალი ინვესტორებისა და დაფინანსების მოძიებაში. მომავალ თვეში ანაკლიასთან დაკავშირებით კიდევ ერთი სამ-წლიანი პერიოდი შესრულდება - იმ თარიღიდან, როდესაც ანაკლიის განვითარების სააგენტოს დირექტორმა დავით ჯავახაძემ Accent News-ს განუცხადა, რომ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის ახალი ტენდერის თარიღი „დაახლოებით ორ კვირაში გახდება ცნობილი“. გავიდა ორი კვირა, ორი თვე, სამი წელი და ტენდერი ჯერაც არ გამოცხადებულა. ის, რომ ანაკლიის პორტთან დაკავშირებული ტენდერიც კი არ გამოცხადებულა ჯერ, არათუ დაწყებულა პროექტი, იმის ნათელი დასტურია, რომ ამ ხელისუფლებას არ აქვს რეალური სურვილი, ანაკლია განვითარდეს. ქვემოთ მოცემულია ანაკლიის პორტის პროექტთან დაკავშირებული ახალი ტენდერის შესახებ საქართველოს მთავრობის მიერ გაკეთებული განცხადებების არასრული სია. ყველა ამ დაპირების საერთო მნიშვნელი ის არის, რომ არცერთი მათგანი არ შესრულდა. ჯერ არც პროექტია და ტენდერიც კი არ ჩატარებულა. არაფერი გაკეთებულა ქართველი ხალხის, უცხოელი ინვესტორების, ფინანსური ინსტიტუტების, ჩვენი ევროპელი და ამერიკელი მოკავშირეების, საპორტო- სატრანსპორტო სექტორის მოტყუების გარდა. ყველაზე უფრო ირონიული კი ის არის, რომ საქართველოს მთავრობამ ADC-თან საინვესტიციო ხელშეკრულების შეწყვეტას საფუძვლად დაუდო ვადების დაგვიანება, თავად კი სამი წლის განმავლობაში ვერ შეასრულა საკუთარი დაპირებები და დათქმული ვადები“, - ნათქვამია ანაკლიის განვითარების კონსორციუმის განცხადებაში.  12 დეკემბერს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ ანაკლიის პორტის 51% სახელმწიფოს საკუთრება იქნება. ამასთან, ეკონომიკის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა ანაკლიის პორტის მშენებლობის დაწყების პერიოდი დაასახელა. ინფორმაციისთვის, 2017 წლის 24 დეკემბერს ანაკლიაში პორტის მშენებლობის დაწყება მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა და ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ საზეიმო ვითარებაში გახსნეს. მაშინ კვირიკაშვილი ამბობდა, რომ ანაკლიის პორტი 21-ე საუკუნის საქართველოს ყველაზე დიდი პროექტია, საქართველოს ინდუსტრიულ ქვეყნად ქცევის გარანტი. საქართველოს მთავრობამ 2020 წლის 9 იანვარს განაცხადა, რომ ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო, „ანაკლიის განვითარების კონსორციუმს”, რომელსაც ანაკლიის პორტი უნდა აეშენებინა, ხელშეკრულებას შეუწყვეტს.