თეგი: ბალაკლეა

ISW: უკრაინის სამხედრო ძალები ბალაკლეის რეგიონში შეტევაზე გადავიდნენ

ომის შესწავლის ამერიკული ინსტიტუტი (ISW) ყოველდღიურ საანალიზო მოხსენებაში წერს, რომ უკრაინის არმიამ, ისარგებლა რუსული ძალების სამხრეთით, ხერსონის რაიონში გადაყვანით და ბალაკლეის რეგიონში შეტევაზე გადავიდა. BBC: უკრაინის სამხედრო ძალებმა ხარკოვთან, ქალაქი ბალაკლეა ალყაში მოაქციეს ISW-ის ცნობით, მრავალი წყაროს ცნობებზე დაყრდნობით, უკრაინელებმა ბალაკლეის რეგიონში შეძლეს წინსვლა დაახლოებით 20 კმ-ით და დაახლოებით 400 კვ.კმ ფართობის ტერიტორია დაიბრუნეს. ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხარკოვის ოლქში უკრაინელი სამხედროების წინსვლაზე პირველად ისაუბრა ბალაკლეა ხარკოვის ოლქის იზიუმის რაიონში შედის.  7 სექტემბერს, ღამით, უკრაინელებისადმი ვიდეომიმართვისას პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ხარკოვის რეგიონიდან კარგი ამბები აქვთ, თუმცა, ჯერჯერობით არ დაასახელებენ იმ დასახლებულ პუნქტებს, სადაც უკრაინის დროშა ბრუნდება.  

კიევი: უკრაინის არმიამ ბალაკლეაზე კონტროლი აღადგინა

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ გამოაქვეყნა ვიდეო, რომელიც ხარკოვის ოლქის ქალაქ ბალაკლეას გათავისუფლებას ასახავს.  „ყველაფერი თავის ადგილზეა. უკრაინის დროშა არის თავისუფალ უკრაინულ ქალაქში, თავისუფალი უკრაინის ცის ქვეშ! გმადლობთ! ვამაყობ თქვენით! გაუფრთხილდით! გამარჯვებას! დიდება უკრაინას!", დაწერა ზელენსკიმ. ISW: უკრაინის სამხედრო ძალები ბალაკლეის რეგიონში შეტევაზე გადავიდნენ