ომის შესწავლის ამერიკული ინსტიტუტი (ISW) ყოველდღიურ საანალიზო მოხსენებაში წერს, რომ უკრაინის არმიამ, ისარგებლა რუსული ძალების სამხრეთით, ხერსონის რაიონში გადაყვანით და ბალაკლეის რეგიონში შეტევაზე გადავიდა.
ISW-ის ცნობით, მრავალი წყაროს ცნობებზე დაყრდნობით, უკრაინელებმა ბალაკლეის რეგიონში შეძლეს წინსვლა დაახლოებით 20 კმ-ით და დაახლოებით 400 კვ.კმ ფართობის ტერიტორია დაიბრუნეს.
ბალაკლეა ხარკოვის ოლქის იზიუმის რაიონში შედის.
7 სექტემბერს, ღამით, უკრაინელებისადმი ვიდეომიმართვისას პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ხარკოვის რეგიონიდან კარგი ამბები აქვთ, თუმცა, ჯერჯერობით არ დაასახელებენ იმ დასახლებულ პუნქტებს, სადაც უკრაინის დროშა ბრუნდება.