თეგი: ბოინგი

ზელენსკი მალაიზიის ბოინგის საქმეზე: დამკვეთებიც უნდა დასაჯონ

პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ, მალაიზიის ბოინგის საქმეზე, ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილებას მნიშვნელოვანი უწოდა, თუმცა განაცხადა, რომ აუცილებელია დამკვეთებიც დაისაჯონ. მალაიზიის ბოინგის საქმეზე, ჰააგის სასამართლომ რუსეთის ორი და უკრაინის ერთი მოქალაქე, დამნაშავედ ცნო „მნიშვნელოვანია ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილება. ეს არის პირველი განაჩენი მალაიზიური ბოინგის #MH17-ის საქმეზე. თუმცა მნიშვნელოვანია, რომ დანაშაულისთვის პასუხი დამკვეთებმაც აგონ. რადგან დაუსჯელობა, იწვევს ახალ დანაშაულებს. უნდა გაქარწყლდეს ეს ილუზია. რუსები ადრე და ახლა ჩადენილი მხეცობისთვის უნდა დაისაჯონ, ეს გარდაუვალია“, - დაწერა ზელენსკიმ ტვიტერზე.   აღმოსავლეთ უკრაინაში, მალაიზიური ბოინგის ჩამოვარდნის შედეგად 298 მგზავრისა და ეკიპაჟის გარდაცვალებიდან 8 წლის შემდეგ, 17 ნოემბერს ჰააგის სასამართლომ ამ საქმეში სამი პირი ბრალდებულად  ცნო.   იგორ გირკინი (სტრელკოვი) - რუსეთის მოქალაქე - 2014 წლის ზაფხულში, თვითგამოცხადებული DPR-ის თავდაცვის მინისტრი, პენსიაზე გასული FSB ოფიცერი; სერგეი დუბინსკი - რუსეთის მოქალაქე - 2014 წლის ზაფხულში, რუსეთის სამხედრო დაზვერვის გადამდგარი უფროსი ოფიცერი; ლეონიდ ხარჩენკო - უკრაინის მოქალაქე - 2014 წლის ზაფხულში, DPR-ის არმიის სამხედრო დაზვერვის ქვედანაყოფის მეთაური. „სასამართლომ ხარჩენკოს, დუბინსკის და გირკინს მიუსაჯა უვადო თავისუფლების აღკვეთა და დააპატიმრა. სასამართლო პულატოვს უდანაშაულოდ ცნობს“, - განაცხადა თავმჯდომარემ, ჰენდრიკ სტეინგაიუსმა. შეგახსენებთ, რომ მალაიზიის ავიახაზების ბოინგმა, დონბასის ცაში რვა წლის წინ, 2014 წლის 17 ივლისს კატასტროფა განიცადა, რასაც 298 ადამიანი ემსხვერპლა. აქედან 17 აშშ-ის მოქალაქე იყო, დაღუპულთა თითქმის ორი მესამედი - ნიდერლანდების მოქალაქეები. გამოძიებამ დაადგინა, რომ თვითმფრინავი რუსული წარმოების ბუკის რაკეტით ჩამოაგდეს, რომელიც პერვომაისკის დასახლებაში მდებარე მინდორში იყო დამონტაჟებული. გამომძიებლებმა დაასკვნეს, რომ ინსტალაცია ეკუთვნოდა, რუსეთის საჰაერო თავდაცვის კურსკის 53-ე საზენიტო-სარაკეტო ბრიგადას. გამომძიებლების თქმით, ინსტალაცია ე.წ. "DPR"-ის ტერიტორიაზე, რუსეთის კურსკის ოლქიდან გასროლამდე ცოტა ხნით ადრე გადაიტანეს.  

ჰააგის სასამართლომ დაადასტურა, რომ დონბასში, „მალაიზიის ავიახაზების" ბოინგი რუსული რაკეტით ჩამოაგდეს

აღმოსავლეთ უკრაინაში, მალაიზიური ბოინგის ჩამოვარდნის შედეგად 298 მგზავრისა და ეკიპაჟის გარდაცვალებიდან 8 წლის შემდეგ, 17 ნოემბერს ჰააგის სასამართლომ ამ საქმეში სამი პირი ბრალდებულად  ცნო.   იგორ გირკინი (სტრელკოვი) - რუსეთის მოქალაქე - 2014 წლის ზაფხულში, თვითგამოცხადებული DPR-ის თავდაცვის მინისტრი, პენსიაზე გასული FSB ოფიცერი; სერგეი დუბინსკი - რუსეთის მოქალაქე - 2014 წლის ზაფხულში, რუსეთის სამხედრო დაზვერვის გადამდგარი უფროსი ოფიცერი; ლეონიდ ხარჩენკო - უკრაინის მოქალაქე - 2014 წლის ზაფხულში, DPR-ის არმიის სამხედრო დაზვერვის ქვედანაყოფის მეთაური. „სასამართლომ ხარჩენკოს, დუბინსკის და გირკინს მიუსაჯა უვადო თავისუფლების აღკვეთა და დააპატიმრა. სასამართლო პულატოვს უდანაშაულოდ ცნობს“, - განაცხადა თავმჯდომარემ, ჰენდრიკ სტეინგაიუსმა. სასამართლომ დაადგინა, რომ გირკინმა, დუბინსკიმ და ხარჩენკომ მნიშვნელოვანი როლი ითამაშეს მარშრუტის კოორდინაციაში, „ბუკის“ ტრანსპორტირებასა და დაცვაში. ამავდროულად, სასამართლო დაეთანხმა გამოძიების დასკვნებს, რომ რაკეტის გაშვებაში, რამაც ბოინგის ჩამოგდება გამოიწვია, პირადად არც ერთ მსჯავრდებულს არ მიუღია მონაწილეობა. ბრალდებული ოლეგ პულატოვი - (რუსეთის მოქალაქე, 2014 წლის ზაფხულისთვის, რუსეთის საჰაერო სადესანტო ძალების რეზერვის პოდპოლკოვნიკი) ჰააგის სასამართლომ გამართლა. სასამართლომ აღმოაჩინა დამაჯერებელი მტკიცებულება იმისა, რომ თვითმფრინავი სნიჟნეს მახლობლად მდებარე პერვომაისკის ფერმიდან გასროლილი ბუკის რაკეტით ჩამოაგდეს. ამას ადასტურებს მრავალი გამოკვლევა და ჩვენება. დაცვის მხარის მიერ მითითებული ხარვეზები იყო უმნიშვნელო და არასაკმარისი იმისთვის, რომ გამოძიება მიკერძოებულად ჩაითვალოს. მოსამართლემ განაცხადა, რომ საქმის მასალებიდან შეუძლებელი იყო იმის დადგენა, თუ როგორ მოიქცა „ბუკის ეკიპაჟი“ რაკეტის გაშვების დროს, ამასთან უცნობია ვინ მისცა ეკიპაჟს რაკეტის გაშვების ინსტრუქცია.   შეგახსენებთ, რომ მალაიზიის ავიახაზების ბოინგმა, დონბასის ცაში რვა წლის წინ, 2014 წლის 17 ივლისს კატასტროფა განიცადა, რასაც 298 ადამიანი ემსხვერპლა. აქედან 17 აშშ-ის მოქალაქე იყო, დაღუპულთა თითქმის ორი მესამედი - ნიდერლანდების მოქალაქეები. გამოძიებამ დაადგინა, რომ თვითმფრინავი რუსული წარმოების ბუკის რაკეტით ჩამოაგდეს, რომელიც პერვომაისკის დასახლებაში მდებარე მინდორში იყო დამონტაჟებული. გამომძიებლებმა დაასკვნეს, რომ ინსტალაცია ეკუთვნოდა, რუსეთის საჰაერო თავდაცვის კურსკის 53-ე საზენიტო-სარაკეტო ბრიგადას. გამომძიებლების თქმით, ინსტალაცია ე.წ. "DPR"-ის ტერიტორიაზე, რუსეთის კურსკის ოლქიდან გასროლამდე ცოტა ხნით ადრე გადაიტანეს.