თეგი: გაწვევა

ზელენსკიმ ევროპის 4 ქვეყნიდან და ინდოეთიდან ელჩები გაიწვია

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ, ჩეხეთიდან, უნგრეთიდან, გერმანიიდან, ნორვეგიიდან და ინდოეთიდან ელჩები გაიწვია. სახელმწიფოს მეთაურმა ხელი უკვე მოაწერა განკარგულებას გერმანიაში უკრაინის ელჩის ანდრეი მელნიკის, უნგრეთში ელჩის ლუდმილა ნეპოპისა და ჩეხეთის რესპუბლიკაში ელჩის ევგენი პერებინოსის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ. ამასთან ნორვეგიაში უკრაინის ელჩის თანამდებობას დატოვებს ვიაჩესლავ იაცუკი, ხოლო ინდოეთში იგორ პოლიხა, რომელიც ასევე შეთავსებით იყო ელჩი შრი-ლანკასა და ბანგლადეშში.   ამ დროისთვის, ელჩების თანამდებობიდან გადაყენების მიზეზები არ დასახელებულა.  თანამდებობიდან გაათავისუფლებული ელჩებიდან, ყველაზე ცნობილია უკრაინის ელჩი გერმანიაში, ანდრეი მელნიკი, რომელიც ადგილობრივ ხელისუფლებას, უკრაინისთვის იარაღის გადმოცემის შენელების გამო აკრიტიკებდა. 

მინსკმა ლონდონიდან ელჩი გაიწვია

ბელორუსის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დიდი ბრიტანეთიდან ელჩის გამოწვევის გადაწყვეტილება მიიღო.   ბელორუსის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, ამის მიზეზი ბრიტანეთის მიერ ბელორუსისთვის დაწესებული უპრეცედენტო სანქციები გახდა. „ბელორუსის მოქალაქეების, საწარმოების თანამშრომლების, ბელორუსის ეკონომიკისა და ფინანსური სისტემის მიმართ უპრეცედენტო სანქციების შემოღება, ბელორუსი ჟურნალისტებისა და მედიის მუშაობის შეზღუდვა, ფრენების უსაფუძვლო აკრძალვა, ბელორუსი პარლამენტარებისთვის ვიზების გაცემაზე ნებაყოფლობითი უარი ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომაზე, სხვა უკანონო შემაკავებელი ზომები ამ ეტაპზე არ იძლევა სრულფასოვანი დიალოგის შესაძლებლობას“, - აცხადებენ ბელორუსის საგარეო საქმეთა სამინისტროში. ამასთან, ბელორუსის საგარეო საქმეთა სამინისტროში აღნიშნავენ, რომ ლონდონთან კომუნიკაციისთვის, ყველა „ფანჯარას არ დახურავენ“.    

ლატვიამ, რუსეთის ელჩს 24 თებერვლამდე ქვეყნის დატოვება მოსთხოვა

ლატვიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დღეს განაცხადა, რომ რუსეთის ელჩმა მიხაილ ვანინმა ქვეყანა, 24 თებერვლამდე უნდა დატოვოს. ესტონეთის მიერ საელჩოს თანამშრომელთა შემცირების შემდეგ, რუსეთი აცხადებს, რომ ტალინთან დიპლომატიური ურთიერთობების დონე შეამცირა ეს იანვარში დაწყებული დიპლომატიური კონფლიქტის გაგრძელებაა. მანამდე, ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მოსკოვს რუსეთის საელჩოს თანამშრომლების - რვა დიპლომატამდე შემცირება მოსთხოვა. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ამ მოთხოვნას, რუსეთსა და ესტონეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დონის შემცირებით უპასუხა. ეს ნიშნავს, რომ ქვეყნები ორმხრივად იწვევენ თავიანთ ელჩებს და დიპლომატიურ მისიებს დროებითი თანამდებობის პირები უხელმძღვანელებენ. ლატვიამ დღეს დილით ასევე გამოაცხადა, რომ აპირებს რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების დონის შემცირებას, საღამოს კი შესაბამისი თარიღი დაასახელა. კერძოდ, ლატვიაში რუსეთის ელჩმა ქვეყანა უკრაინაში რუსეთის შეჭრის პირველ წლისთავზე უნდა დატოვოს.