ბელორუსის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დიდი ბრიტანეთიდან ელჩის გამოწვევის გადაწყვეტილება მიიღო.
ბელორუსის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, ამის მიზეზი ბრიტანეთის მიერ ბელორუსისთვის დაწესებული უპრეცედენტო სანქციები გახდა.
„ბელორუსის მოქალაქეების, საწარმოების თანამშრომლების, ბელორუსის ეკონომიკისა და ფინანსური სისტემის მიმართ უპრეცედენტო სანქციების შემოღება, ბელორუსი ჟურნალისტებისა და მედიის მუშაობის შეზღუდვა, ფრენების უსაფუძვლო აკრძალვა, ბელორუსი პარლამენტარებისთვის ვიზების გაცემაზე ნებაყოფლობითი უარი ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომაზე, სხვა უკანონო შემაკავებელი ზომები ამ ეტაპზე არ იძლევა სრულფასოვანი დიალოგის შესაძლებლობას“, - აცხადებენ ბელორუსის საგარეო საქმეთა სამინისტროში.
ამასთან, ბელორუსის საგარეო საქმეთა სამინისტროში აღნიშნავენ, რომ ლონდონთან კომუნიკაციისთვის, ყველა „ფანჯარას არ დახურავენ“.