თეგი: ევრო2024

საფეხბურთო ნაკრების წევრები ღირსების ორდენზე წარადგინეს

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ და პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა საქართველოს საფეხბურთო ნაკრების წევრები ღირსების ორდენზე წარადგინეს. შესაბამისი განცხადება პრემიერმა გააკეთა თბილისში, რესპუბლიკის მოედანზე, სადაც გულშემატკივრები და ნაკრების წევრები გამარჯვებას ზეიმობდნენ. „დღეს უბედნიერესი დღეა. ეს ის ბედნიერებაა, რომელიც ჩვენ გვაერთიანებს. ეს ბიჭები გმირები არიან, ისინი წარდგენილები იქნებიან ღირსების ორდენზე, თითოეული მათგანი. ყველას მიმართ დიდი სიყვარული მინდა, რომ გამოვხატო,“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. საქართველოს ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა ისტორიაში პირველად, ევროპის ჩემპიონატის საგზური მოიპოვა.  

ევროპის ჩემპიონატზე უკრაინა და პოლონეთიც გავიდნენ

საქართველოს ნაკრებთან ერთად, ევროპის ჩემპიონატის საგზური უკრაინამ და პოლონეთმაც მოიპოვეს. უკრაინელებმა ისლანდიას 2:1 მოუგეს, ხოლო პოლონეთის ნაკრებმა პენალტების სერიაში (ძირითადი დრო 0:0) 5:4 უელსი დაამარცხეს. ევროპის ჩემპიონატი 14 ივნისიდან 14 ივლისამდე გერმანიაში გაიმართება. გახსნის მატჩში ერთმანეთს მასპინძელი გერმანია და შოტლანდია დაუპირისპირდებიან. ოცდაოთხივე მონაწილე ცნობილია. A ჯგუფი: გერმანია, უნგრეთი, შოტლანდია, შვეიცარია. B ჯგუფი: ესპანეთი, ხორვატია, ალბანეთი, იტალია. C ჯგუფი: სლოვენია, ინგლისი, დანია, სერბეთი. D ჯგუფი: საფრანგეთი, ავსტრია, ნიდერლანდები, პოლონეთი. F ჯგუფი: ბელგია, რუმინეთი, სლოვაკეთი, უკრაინა. F ჯგუფი: პორტუგალია, თურქეთი, ჩეხეთი, საქართველო.  

EURO 2024-თან დაკავშირებით, საქართველოდან გერმანიის მიმართულებით ფრენების სიხშირე იზრდება

სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში ამ ეტაპზე ავიაკომპანიების მიერ წარმოდგენილი განაცხადების და დამტკიცებული განრიგების შესაბამისად, ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატის მიმდინარეობის დროს, საქართველოსა და გერმანიას შორის რეგულარული რეისები შესრულდება ოთხი ავიაკომპანიის მიერ, რვა მიმართულებით, კვირაში დაახლოებით 30 სიხშირით. როგორც სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ინფორმაციაშია აღნიშნული, ამ მონაცემებით, მიმდინარე წლის ივნის-ივლისში, გერმანიის მიმართულებით დაახლოებით 30%-ით მეტი ფრენა შესრულდება, ვიდრე ეს იყო 2023 წლის ანალოგიურ პერიოდში. რეგულარული რეისები შემდეგი მიმართულებებით და სიხშირეებით იგეგმება: Georgian Airways: • თბილისი – მიუნხენი – თბილისი – სამი სიხშირე; • თბილისი – ბერლინი – თბილისი – ორი სიხშირე კვირაში. Wizz Air: • ქუთაისი – ბერლინი – ქუთაისი – კვირაში სამი სიხშირე; • ქუთაისი – დორტმუნდი – ქუთაისი – კვირაში ორი სიხშირე; • ქუთაისი – მემინგემი – ქუთაისი – კვირაში სამი სიხშირე; • ქუთაისი – ჰამბურგი – ქუთაისი – კვირაში ორი სიხშირე; • ქუთაისი – ფრანკფურტი – ქუთაისი – კვირაში ორი სიხშირე. Lufthansa: • მიუნხენი – თბილისი – მიუნხენი – ათი სიხშირე კვირაში. Eurowings: • ბერლინი – თბილისი – ბერლინი – ერთი სიხშირე კვირაში; • დიუსელდორფი – თბილისი – დიუსელდორფი – ორი სიხშირე კვირაში. სულ, 2024 წლის ივნის-ივლისის პერიოდში, ამ ეტაპისთვის დამტკიცებული განრიგების მიხედვით, საქართველოდან ევროპის მიმართულებით ფრენები შესრულდება ათი ავიაკომპანიის მიერ, 39 საჰაერო ხაზზე, კვირაში დაახლოებით 130-140 სიხშირით.  

საბერძნეთის საფეხბურთო ნაკრების კაპიტანი: საქართველოსთან წაგება ძალიან მტკივნეულია

საბერძნეთის ეროვნული ნაკრების კაპიტანმა, ტასოს ბაკასეტასმა ევრო 2024-ის პლეი ოფის ფინალში საქართველოსთან წაგებაზე კომენტარი სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა. „შენი ქვეყნისთვის თამაში როგორი გრძნობაა, ამას ახსნა არ სჭირდება. საბერძნეთის გუნდი ჩვენთვის რაღაც მეტია – ეს პატივია, პასუხისმგებლობაა, სიამაყეა, სიყვარულია. ამბობენ, რომ ყველაზე მეტ ტკივილს სწორედ სიყვარული გაყენებს. ეს მართალია. ამასაც არ სჭირდება ახსნა. საქართველოსთან წაგება კი, ძალიან მტკივნეულია. თუმცა, პასუხისმგებლობა ვალდებულებებსაც გულისხმობს – პირველ რიგში ის, რომ რთულ დროს არ დანებდე. გუნდს წინ უნდა წაუძღვე და გამარჯვება შთააგონო. ეს არის ის, რასაც ჩვენ სამომავლოდ მაინც ვაპირებთ. მიზანი ძალიან კონკრეტულია. საბერძნეთი მთავარ საფეხბურთო ტურნირებზე უნდა დავაბრუნოთ. ამჯერად ეს ვერ შევძელით. ყველაზე მეტად თავად დავინახეთ, რაც დავაშავეთ და არასწორად რა გავაკეთეთ. თუმცა, მაქსიმუმისთვის ბრძოლაზე უარს არ ვამბობთ. გვჯერა, რომ ბევრად მეტი შეგვიძლია,“ – დაწერა საბერძნეთის ნაკრების კაპიტანმა. პენალტების სერიაში ბერძნების მხრიდან პირველად საჯარიმო „პანათინაიკოსის“ ნახევარმცველმა შეასრულა, საქართველოს ნაკრების მეკარე გიორგი მამარდაშვილმა დარტყმა მოიგერია. გამარჯვების გოლი (4:2) კვეკვესკირმა გაიტანა და ევროპის ჩემპიონატზე თამაშის უფლება საქართველოს ნაკრებმა პირველად მოიპოვა.  

ქართველი ხალხი ასეთი ერთიანი და ბედნიერი არასოდეს მინახავს - ბუდუ ზივზივაძე

საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელმა ბუდუ ზივზივაძემ საზოგადოებრივ მაუწყებელთან ინტერვიუში ისაუბრა ისტორიული გამარჯვების შემდეგ, რომელიც გუნდმა ევროპის ჩემპიონატე გასვლით მოიპოვა. „ალბათ, როცა უკვე ევროპის ჩემპიონატზე ვითამაშებთ, რეალურად შემდეგ გავიაზრებთ, თუ რამხელა რაღაც გავაკეთეთ ჩვენი ქვეყნისთვის, ოჯახებისა და საკუთარი თავისთვის. როდესაც წლები გავა და უკვე შთამომავლები გვეყოლება, მათ კალთაში ჩავისვამთ და ასე მოვუყვებით ამ დღეზე. ქართველი ხალხი ასეთი ერთიანი და ბედნიერი არასოდეს მინახავს.“ პენალტების სერიაში ბერძნების მხრიდან პირველად საჯარიმო „პანათინაიკოსის“ ნახევარმცველმა შეასრულა, საქართველოს ნაკრების მეკარე გიორგი მამარდაშვილმა დარტყმა მოიგერია. გამარჯვების გოლი (4:2) კვეკვესკირმა გაიტანა და ევროპის ჩემპიონატზე თამაშის უფლება საქართველოს ნაკრებმა პირველად მოიპოვა. ჯგუფურ ეტაპზე საქართველოს საფეხბურთო ნაკრების მეტოქეები თურქეთი, პორტუგალია და ჩეხეთი იქნებიან  

„ჯორჯიან ეარვეისი“ ევრო-2024-სთვის სპეციალურ პირდაპირ ფრენებს შეასრულებს

„ჯორჯიან ეარვეისი“ გერმანიაში, ევრო-2024-ზე ეროვნული ნაკრების თამაშებზე დასწრების მსურველებისთვის სპეციალურ პირდაპირ ფრენებს შეასრულებს. ამის შესახებ ინფორმაციას თავად ავიაკომპანია ავრცელებს. კომპანიის განმარტებით, „ჯორჯიან ეარვეისი“ შეასრულებს სპეციალურ პირდაპირ ფრენებს თბილისიდან გერმანიის იმ ქალაქებში, სადაც გაიმართება საქართველოს საფეხბურთო ეროვნული ნაკრების თამაშები ევროპის ჩემპიონატზე იმისთვის, რომ რაც შეიძლება მეტმა გულშემატკივარმა შეძლოს მატჩებზე დასწრება. კერძოდ, პირდაპირი ფრენები შესრულდება თბილისიდან დორტმუნდში 17 ივნისს (გამოფრენა დორტმუნდიდან თბილისში 19 ივნისს), თბილისიდან ჰამბურგში - 21 ივნისს (გამოფრენა ჰამბურგიდან თბილისში 23 ივნისს), თბილისიდან დუსელდორფში 25 ივნისს (გამოფრენა დუსელდორფიდან თბილისში 27 ივნისს). ავიაკომპანიის ინფორმაციით, პირდაპირი რეისები შესრულდება მგზავრებისთვის მატჩებზე დასასწრებად კომფორტულ დროს. ავიაბილეთების გაყიდვა დაიწყება 1-ელი აპრილიდან ავიაკომპანიის ვებ-საიტზე, გაყიდვების ოფისებსა და პარტნიორ სააგენტოებში. „ავიაკომპანია „ჯორჯიან ეარვეისი“ კიდევ ერთხელ ულოცავს საქართველოს ეროვნულ ნაკრებს და მის გულშემატკივრებს ისტორიულ გამარჯვებას! ერთად ვუგულშემატკივროთ ეროვნულ ნაკრებს!“- ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.  

ჯგუფურ ეტაპზე საქართველოს საფეხბურთო ნაკრების მეტოქეები თურქეთი, პორტუგალია და ჩეხეთი იქნებიან

საქართველოს ნაკრები ისტორიაში პირველად ითამაშებს ევროპის ჩემპიონატზე. ჯგუფურ ეტაპზე ჩვენი მეტოქეები თურქეთი, პორტუგალია და ჩეხეთი იქნებიან. 26 მარტს, საქართველომ საბერძნეთი პენალტების სერიაში 4:2 დაამარცხა. ისტორიული გამარჯვების მონაწილეები ემოციური კომენტარებით გამოირჩეოდნენ: ხვიჩა კვარაცხელია: „ზოგს ჩვენი არ სჯეროდა, მაგრამ არაუშავს, ახლა დაიჯერებენ. უბედნიერესები ვართ. ასეთი ემოცია ცხოვრებაში არ მქონია. მადლობა ქართველ გულშემატკივარს. ბევრ სტადიონზე მითამაშია, მაგრამ ასეთი გულშემატკივრობა არსად მინახავს. თქვენ ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი იყავით.“ „მინდა, გთხოვოთ, დავზოგოთ ფული და მაისის ბოლოს ყველა გერმანიაში!“ - ასე მიმართა საქართველოს ფეხბურთის ეროვნული ნაკრების კაპიტანმა გურამ კაშიამ გულშემატკივრებს, რომლებიც რესპუბლიკის მოედანზე იყვნენ შეკრებილები - ქომაგებმა და ფეხბურთელებმა გამარჯვება ერთად იზეიმეს. რესპუბლიკის მოედანზე განთავსებული სცენიდან საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელებმა ნაკრების წევრს ოთარ კიტეიშვილს დაბადების დღე მიულოცეს. ფეხბურთელებმა სადღესასწაულო სიმღერა შეასრულეს და ფეხბურთელი ხელში აიტაცეს. მატჩის ერთ-ერთი გმი­რი, ნა­ხე­ვარმცვე­ლი ნიკოლოზ კვეკ­ვეს­კი­რია, რომელმაც სა­ბერ­ძნეთ­თან მატჩში თერ­თმეტ­მეტ­რი­ა­ნე­ბის სე­რი­ა­ში უკა­ნას­კნე­ლი, გა­დამ­წყვე­ტი პე­ნალ­ტი გა­ი­ტა­ნა, რი­თაც გუნდს გა­მარ­ჯვე­ბა მო­უ­პო­ვა: "ფსი­ქო­ლო­გი­უ­რად და ტაქ­ტი­კუ­რად ძა­ლი­ან რთუ­ლი და მძი­მე თა­მა­ში იყო, რო­მე­ლიც ლო­გი­კუ­რად დას­რულ­და. ორი თა­ნა­ბა­რი გუნ­დი იყო და თა­მა­ში გარ­და­მა­ვა­ლი უპი­რა­ტე­სო­ბით მიმ­დი­ნა­რე­ობ­და. ასე­თი ფი­ნა­ლი უფრო სა­ინ­ტე­რე­სო და ტკბი­ლია. ასეთ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში არას­დროს ვყო­ფილ­ვარ, ჩემი თა­ნა­გუნ­დე­ლე­ბი­სა და მთე­ლი ქვეყ­ნის წი­ნა­შე უდი­დე­სი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა მქონ­და. ჩემს თავ­ში ხმა­უ­რი­ა­ნი სი­ჩუ­მე იყო და ვერ გა­ვი­გე, რა ხდე­ბო­და..." - თქვა კვეკ­ვეს­კირ­მა ფი­ნა­ლის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ. გა­მარ­ჯვე­ბის შემ­დეგ, რეს­პუბ­ლი­კის მო­ე­დან­ზე შეკ­რე­ბილ გულ­შე­მატ­კი­ვარ­თან ერ­თად, ნაკ­რებ­მა სა­ქარ­თვე­ლოს ჰიმ­ნი შე­ას­რუ­ლა, რომ­ლის ფონ­ზეც ის­მო­და კვეკ­ვეს­კი­რის და სხვე­ბის შე­ძა­ხი­ლე­ბი "აფხა­ზე­თი სა­ქარ­თვე­ლოა! სა­მა­ჩაბ­ლო სა­ქარ­თვე­ლოა!“ „ზუგ­დი­დი ძა­ლი­ან მიყ­ვარს, თუმ­ცა გალი მა­ინც სხვაა მთე­ლი ჩემი ოჯა­ხის­თვის, ჩემ­თვი­საც. თუ კარ­გად ვი­თა­მა­შე მო­ე­დან­ზე, ვა­რი­ან­ტი არაა, ჩემ გულ­ში ჩუ­მად არ ვთქვა, შენ­თვის, ჩემო აფხა­ზე­თო- მეთ­ქი". ( წყა­რო: ჟურ­ნა­ლი "ზუგ­დი­დე­ლე­ბი“ N 3. 2007 წ.) საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა საბერძნეთთან ევრო 2024-ის პლეი ოფის ფინალის მოგების შემდეგ განაცხადა: „ბევრი ფიქრობდა, რომ მთავარი მწვრთნელის თანამდებობიდან უნდა წავსულიყავი, არც ახლა ვფიქრობ წასვლაზე, რადგან კარგი ხალხში, ქვეყანაში და პროფესიონალებში მოვხდი, აქ მუშაობა მიხარია. რა შეგრძნება მაქვს, რომ ასეთი შედეგს მივაღწიეთ? სასიხარულოა, როცა შედეგს იღებ, მაგრამ გჭირდება დიდი მოთმინება და იმედი. საქმე ხან გამოდის, ხან – არა, მოთმინება ამიტომაა საჭირო. მწვრთნელის წარმატება ფეხბურთელის მიღწევისგან განსხვავებულია. ფეხბურთელი პასუხს საკუთარ თამაშზე აგებს, მწვრთნელი კი – გუნდის შედეგზე. ეს სულ სხვა შეგრძნებაა, რაც დიდ შრომას მოაქვს. პენალტებზე ბევრი ვივარჯიშეთ. როდესაც სერია იწყებოდა, უნდა შეგვერჩია, ვინ დაარტყამდა, ფეხბურთელებს გავესაუბრე და პირველი პენალტის შესრულება ქოჩორაშვილმა ისურვა. ის დიდი ხანი არაა, რაც ნაკრებში თამაშობს, მაგრამ ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს, წლებია, გუნდის წევრია. იგივე დვალი, რომელმაც ისე კარგად შეასრულა პენალტი. არავის გამოყოფა არ მსურს, დღეს ყველამ ფანტასტიკურად ითამაშა.“ სანიოლმა ასევე აღნიშნა, რომ კვეკ­ვეს­კირ­მა ძლი­ე­რი ხა­სი­ა­თი გა­მო­ავ­ლი­ნა: „აუ­ცი­ლებ­ლად მინ­და აღ­ვნიშ­ნო კვეკ­ვეს­კი­რი, რო­მე­ლიც ჩრდი­ლო­ეთ მა­კე­დო­ნი­ას­თან წა­გე­ბის მერე ყვე­ლა­ზე მეტს ტი­რო­და. მას არ უწევს ბევ­რი თა­მა­ში, მაგ­რამ ბოლო პე­ნალ­ტი და­არ­ტყა და კარ­გი მა­გა­ლი­თია ეს ყვე­ლა­ფე­რი, ძლი­ე­რი ხა­სი­ა­თი აჩ­ვე­ნა და მინ­და დიდი მად­ლო­ბა გა­და­ვუ­ხა­დო ბი­ჭებს!"  

ევრო 2024-სთვის ავიაბილეთების ფასი 295 ევროდან დაიწყება - „ჯორჯიან ეარვეისი“

„ჯორჯიან ეარვეისი“ ევრო 2024-სთვის დანიშნულ სპეციალურ პირდაპირ ფრენებზე ავიაბილეთების გაყიდვას იწყებს. როგორც კომპანიაში აცხადებენ, ბილეთების გაყიდვა დღეს, 13:00 საათიდან დაიწყება და ბილეთის ფასი 295 ევროდან იქნება. „პირდაპირი ფრენები შესრულდება შემდეგი განრიგით: თბილისიდან დორტმუნდში 17 ივნისს (გამოფრენა დორტმუნდიდან თბილისში 19 ივნისს); თბილისიდან ჰამბურგში 21 ივნისს (გამოფრენა ჰამბურგიდან თბილისში 23 ივნისს); თბილისიდან დუსელდორფში 25 ივნისს (გამოფრენა დუსელდორფიდან თბილისში 27 ივნისს). პირდაპირი რეისები შესრულდება მგზავრებისთვის მატჩებზე დასასწრებად კომფორტულ დროს. ავიაბილეთები ხელმისაწვდომი იქნება ავიაკომპანიის ვებგვერდზე, გაყიდვების ოფისებსა და პარტნიორ სააგენტოებში. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ სპეციალურ რეისებზე ავიაბილეთები დაბრუნებას არ ექვემდებარება. ერთად ვუგულშატკივროთ ეროვნულ ნაკრებს!“ – აღნიშნულია „ჯორჯიან ეარვეისის“ ინფორმაციაში. „ჯორჯიან ეარვეისი“ ევრო-2024-სთვის სპეციალურ პირდაპირ ფრენებს შეასრულებს  

ევრო 2024-ზე საქართველოს ნაკრების მატჩების ბილეთების გაყიდვა 15 აპრილიდან დაიწყება

ევრო 2024-ის ბილეთები UEFA-ს ოფიციალური ვებგვერდის საშუალებით გაყიდვა 15 აპრილს, 13:00 საათზე დაიწყება. შესაბამის ინფორმაციას ფეხბურთის ფედერაციის პრესსამსახური ავრცელებს. „UEFA-ს ბილეთების პორტალზე ქართველი გულშემატკივრებისთვის განკუთვნილი ბილეთების რეალიზაცია 15 აპრილს, 13:00 საათზე დაიწყება.  http://euro2024.com/tickets  დეტალურ ინფორმაციას და გზამკვლევს ჩვენი გუნდის გულშემატკივარს უახლოეს დღეეებში გავუზიარებთ,“ წერს ფეხბურთის ფედერაცია. ევრო 2024-ის ბილეთები UEFA-ს ოფიციალური ვებგვერდის საშუალებით გაიყიდება - ფეხბურთის ფედერაცია საქართველოს ნაკრები ევრო 2024-ზე F ჯგუფში 18 ივნისს თურქეთს შეხვდება, 22 ივნისს – ჩეხეთს, ხოლო 26 ივნისს – პორტუგალიას.  

პრემიერი ეკონომიკის სამინისტროს ავალებს, გერმანიაში საფეხბურთო მატჩებზე დასასწრებად, დამატებითი რეისები და ბილეთებზე ფიქსირებული, დაბალი ტარიფი უზრუნველყოს

მინდა, ვთხოვო ეკონომიკის სამინისტროს, რომ დავიწყოთ მუშაობა დამატებითი პირდაპირი რეისების უზრუნველსაყოფად დიუსელდორფის და ჰამბურგის მიმართულებით და მნიშვნელოვანია, რომ ბილეთები იყოს ფიქსირებული დაბალი ტარიფით შეთავაზებული ჩვენი თანამოქალაქეებისათვის,“ - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. „18 ივნისიდან საქართველოს საფეხბურთო ნაკრები გამართავს მატჩებს ევროპის ჩემპიონატზე და უკვე არის ძალიან დიდი მოთხოვნა ავიაბილეთებზე, რითაც ავიაკომპანიებმა უკვე ისარგებლეს. ეკონომიკის კანონია - მოთხოვნა განსაზღვრავს მიწოდებას, შესაბამისად, გაიზარდა ფასები თვითმფრინავის ბილეთებზე, რამდენჯერმე გაიზარდა რიგ შემთხვევაში ფასები. მე მინდა, ვთხოვო ეკონომიკის სამინისტროს, რომ დავიწყოთ მუშაობა დამატებითი პირდაპირი რეისების უზრუნველსაყოფად დიუსელდორფის და ჰამბურგის მიმართულებით და მნიშვნელოვანია, რომ ბილეთები იყოს ფიქსირებული დაბალი ტარიფით შეთავაზებული ჩვენი თანამოქალაქეებისათვის. ეს ყველაფერი არის მნიშვნელოვანი, როგორც გულშემატკივრებისთვის, ისე საფეხბურთო ნაკრებისთვის. რაც მეტი ქართველი გულშემატკივარი დაესწრება საფეხბურთო მატჩებს, რა თქმა უნდა, მით უკეთესია ეს საფეხბურთო ნაკრების წარმატებისთვის. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ქართველი გულშემატკივრის მრავალრიცხოვანი დასწრება უზრუნველვყოთ საფეხბურთო მატჩებზე. დარწმუნებული ვარ, რომ გუნდს შეუძლია ჯგუფიდან გასვლა და ჩვენ რა წვლილიც შეგვიძლია შევიტანოთ ამაში, მაქსიმუმი უნდა გავაკეთოთ. შესაბამისად, ყველაფერი გაკეთდება იმისთვის, რომ ჩვენი თანამოქალაქეებისთვის უზრუნველყოფილი იყოს მარტივი გადაადგილება გერმანიისკენ, დაბალი ფასებით,“ - აღნიშნა პრემიერმა.