ქართველი ხალხი ასეთი ერთიანი და ბედნიერი არასოდეს მინახავს - ბუდუ ზივზივაძე

საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელმა ბუდუ ზივზივაძემ საზოგადოებრივ მაუწყებელთან ინტერვიუში ისაუბრა ისტორიული გამარჯვების შემდეგ, რომელიც გუნდმა ევროპის ჩემპიონატე გასვლით მოიპოვა.

„ალბათ, როცა უკვე ევროპის ჩემპიონატზე ვითამაშებთ, რეალურად შემდეგ გავიაზრებთ, თუ რამხელა რაღაც გავაკეთეთ ჩვენი ქვეყნისთვის, ოჯახებისა და საკუთარი თავისთვის. როდესაც წლები გავა და უკვე შთამომავლები გვეყოლება, მათ კალთაში ჩავისვამთ და ასე მოვუყვებით ამ დღეზე. ქართველი ხალხი ასეთი ერთიანი და ბედნიერი არასოდეს მინახავს.“


პენალტების სერიაში ბერძნების მხრიდან პირველად საჯარიმო „პანათინაიკოსის“ ნახევარმცველმა შეასრულა, საქართველოს ნაკრების მეკარე გიორგი მამარდაშვილმა დარტყმა მოიგერია. გამარჯვების გოლი (4:2) კვეკვესკირმა გაიტანა და ევროპის ჩემპიონატზე თამაშის უფლება საქართველოს ნაკრებმა პირველად მოიპოვა.