თეგი: ენერგორესურსები

ალექსანდრ ვუჩიჩი: სერბეთი რუსეთის ენერგორესურსების გარეშე გაძლებს

სერბეთის პრეზიდენტის ალექსანდრ ვუჩიჩის განცხადებით, ქვეყანას, საკმარისი ფინანსური რესურსი აქვს იმისთვის, რომ ენერგორესურსები, რუსეთის გვერდის ავლით, სხვა ქვეყნებისგან იყიდოს.   „ჩვენ ომის ფასი ევროპის მიწაზე უნდა გადავიხადოთ“, - განაცხადა ვუჩიჩმა. ამასთან აღნიშნა, რომ სერბეთი არ დაზარალდება, თუ ნავთობს ერაყში იყიდის. „ასევე შევეცდები დაველაპარაკო ვენესუელასაც. ჩვენ ნავთობს ყველასგან ავიღებთ, არავინ გვეზიზღება“.  ვუჩიჩის განცხადებით, სერბეთში გაზსაცავების მარაგი, 60 დღის სამყოფია, ამას ემატება მეზობელ უნგრეთში დაკონტრაქტებული მარაგები.  ამასთან, ბელგრადი თბოელექტროსადგურებისთვის, დამატებით ქვანახშირის მომწოდებლებს მოძებნის. სერბეთში ელექტროენერგიის 2/3 თბოელექტროსადგურები გამოიმუშავებენ. სერბეთი გეგმავს ქვანახშირი ჩინეთსა და ინდონეზიაში იყიდოს.  სერბეთი საკმაოდ დამოკიდებულია რუსულ ნავთობსა და გაზზე და იძულებული გახდა, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ თავისი პოლიტიკისთვის გადაეხედა.   ქვეყანა ემზადება, რომ 2023 წლიდან, ახალი ინტერკონექტორის ამოქმედების შემდეგ, გაზი აზერბაიჯანისგან შეისყიდოს.   

ბერდიმუჰამედოვი: აშხაბადი, ანკარა და ბაქო ენერგორესურსების ექსპორტზე მუშაობენ

თურქმენეთი კოორდინირებულ ნაბიჯებს დგამს თურქეთთან და აზერბაიჯანთან, თურქმენეთის ენერგორესურსების მსოფლიო ბაზრებზე გასატანად. ამის შესახებ პრეზიდენტმა სერდარ ბერდიმუჰამედოვმა ოთხშაბათს ავაზაში თურქეთის, აზერბაიჯანისა და თურქმენეთის ლიდერების პირველ სამიტზე განაცხადა. ბერდიმუჰამედოვმა გამოთქვა რწმენა, რომ სამიტი დააახლოებს სამ მოძმე სახელმწიფოს და ხელს შეუწყობს თანამშრომლობას. „ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობა შეიძლება შეფასდეს, როგორც გულწრფელი, სანდო და ღია. ეს გვაძლევს საშუალებას დამაჯერებლად და ეფექტურად განვავითაროთ კავშირები ყველა სფეროში“, - განაცხადა თურქმენეთის პრეზიდენტმა.  ბერდიმუჰამედოვის თქმით, სამი ქვეყანა ეფექტურად თანამშრომლობს რეგიონულ საკითხებზეც. თურქმენეთის პრეზიდენტმა ასევე ყურადღება გაამახვილა კასპიის აუზის სტრატეგიულ მნიშვნელობაზე. „გასული წლის იანვარში, ბაქოსა და აშხაბადს შორის ხელი მოეწერა ურთიერთგაგების მემორანდუმს კასპიის ზღვაში დოსტლუგის ნავთობისა და გაზის საბადოს ერთობლივი გამოკვლევის და განვითარების შესახებ. ეს არის ბაქოსა და აშხაბადს შორის ენერგეტიკული თანამშრომლობის ახალი ეტაპის საფუძველი, ურთიერთპატივისცემისა და ნამდვილი კეთილმეზობლობის მაჩვენებელი“, - განაცხადა ბერდიმუჰამედოვმა.  მისივე თქმით, თურქეთი ასევე არის თურქმენეთის მნიშვნელოვან სავაჭრო და ეკონომიკურ პარტნიორებს შორის. „თურქმენეთი, აზერბაიჯანი და თურქეთი მუშაობენ მსოფლიო ბაზრისთვის ენერგორესურსების მიწოდების ჰარმონიული, უნივერსალური სისტემის შესაქმნელად“, - განაცხადა თურქმენეთის პრეზიდენტმა.  მისი თქმით, ეს სისტემა მრავალმხრივი ინტერესების გათვალისწინებით უნდა იყოს დივერსიფიცირებული. „სისტემა უნდა იყოს საიმედო და უზრუნველყოს უსაფრთხოების გარანტიები. ჩვენ უნდა შევაფასოთ ერთობლივი ინიციატივები თანამშრომლობისთვის ბუნებრივი აირის თურქმენეთიდან და აზერბაიჯანიდან თურქეთში და იქიდან მსოფლიო ბაზრებზე ტრანსპორტირების მიმართულებით“, - განაცხადა ბერდიმუჰამედოვმა.

ევროპამ უნდა მიაქციოს ყურადღება აფრიკას, რათა რუსული ენერგორესურსები ჩაანაცვლოს - Eni-ს ხელმძღვანელი

აფრიკასთან მჭიდრო თანამშრომლობა საშუალებას მისცემს ევროპას შექმნას სამხრეთ-ჩრდილოეთის ენერგეტიკული ღერძი, რომელიც დააკავშირებს ორ კონტინენტს. რუსული ენერგორესურსების ჩანაცვლების საკითხზე ევროკავშირმა აფრიკას უნდა მიმართოს და არა აშშ-ს. იტალიურმა ნავთობგიგანტმა Eni-მ რუსული ნავთობის შესყიდვა შეაჩერა ამის შესახებ იტალიური ენერგეტიკული კომპანია Eni-ს აღმასრულებელმა დირექტორმა კლაუდიო დესკალციმ Financial Times-თან ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, აუცილებელია ევროპასა და აფრიკას შორის ენერგეტიკული ღერძის შექმნა, რათა ჩაანაცვლოს ენერგომომარაგება რუსეთიდან. იტალიური Eni ეგვიპტეში თხევადი გაზის მოპოვებას გაზრდის „ჩვენ არ გვაქვს ენერგია, მაგრამ მათ აქვთ. ჩვენ გვაქვს დიდი ინდუსტრია, მათ აქვთ სურვილი ეს დარგი განავითარონ", - თქვა დესკალზიმ. მან აღნიშნა, რომ სწორედ აფრიკა გახდა Eni-ს მთავარი არჩევანი 2022 წელს რუსეთიდან 20 მილიარდი კუბური მეტრი გაზის ჩანაცვლების თვალსაზრისით. „ტრანზაქციების წარმატება, ნაწილობრივ, განპირობებული იყო იმით, რომ Eni-მ დიდი ინვესტიცია მოახდინა აფრიკაში იმ დროს, როდესაც სხვა ქვეყნები ამას არ აკეთებდნენ“. იტალიურმა ნავთობგიგანტმა ENI– მ Qatar Energy–სთან შეთანხმება გააფორმა მან დასძინა, რომ ნავთობისა და გაზის ახალი პროექტებიდან მიღებული შემოსავლები დაეხმარება აფრიკის ქვეყნებს ინვესტირებას სუფთა ენერგიის პროექტებში. იტალიური Eni კონგოში, მეორე მცურავი LNG ტერმინალის აშენებას აპირებს ამასთან, გამოცემამ აღნიშნა, რომ Eni არ არის ერთადერთი კომპანია, რომელიც ინვესტირებას ახორციელებს აფრიკაში. საუბარია ასევე ბრიტანულ BP-ზე, რომელმაც ნოემბერში ხელი მოაწერა შეთანხმებას ექსპორტისთვის ეკოლოგიურად სუფთა წყალბადის განვითარების შესაძლებლობის შესასწავლად.