სერბეთის პრეზიდენტის ალექსანდრ ვუჩიჩის განცხადებით, ქვეყანას, საკმარისი ფინანსური რესურსი აქვს იმისთვის, რომ ენერგორესურსები, რუსეთის გვერდის ავლით, სხვა ქვეყნებისგან იყიდოს.
„ჩვენ ომის ფასი ევროპის მიწაზე უნდა გადავიხადოთ“, - განაცხადა ვუჩიჩმა. ამასთან აღნიშნა, რომ სერბეთი არ დაზარალდება, თუ ნავთობს ერაყში იყიდის. „ასევე შევეცდები დაველაპარაკო ვენესუელასაც. ჩვენ ნავთობს ყველასგან ავიღებთ, არავინ გვეზიზღება“.
ვუჩიჩის განცხადებით, სერბეთში გაზსაცავების მარაგი, 60 დღის სამყოფია, ამას ემატება მეზობელ უნგრეთში დაკონტრაქტებული მარაგები.
ამასთან, ბელგრადი თბოელექტროსადგურებისთვის, დამატებით ქვანახშირის მომწოდებლებს მოძებნის. სერბეთში ელექტროენერგიის 2/3 თბოელექტროსადგურები გამოიმუშავებენ. სერბეთი გეგმავს ქვანახშირი ჩინეთსა და ინდონეზიაში იყიდოს.
ქვეყანა ემზადება, რომ 2023 წლიდან, ახალი ინტერკონექტორის ამოქმედების შემდეგ, გაზი აზერბაიჯანისგან შეისყიდოს.