თეგი: თრქეთი

თურქეთმა ათენთან სტრატეგიული საბჭოს შეხვედრა გააუქმა

თურქეთის პრეზიდენტმა ერდოღანმა განაცხადა, რომ ანკარამ ათენთან სტრატეგიული საბჭოს შეხვედრა საბერძნეთის პრემიერის მიცოტაკისის განცხადებების გამო გააუქმა. „საბერძნეთის პრემიერის კომენტარებმა თურქეთთან დაკავშირებით, აშშ-ში ოფიციალური ვიზიტის დროს ის ფაქტობრივად არარაობად აქცია. ჩვენ შევთანხმდით (კირიაკოს მიცოტაკისთან), რომ არ ჩავრთავდით მესამე ქვეყნებს ჩვენს დავაში. მიუხედავად ამისა, გასულ კვირას, აშშ-ში ოფიციალური ვიზიტის დროს პრემიერმა კონგრესში ისაუბრა, რომ F-16 საბრძოლო თვითმფრინავები თურქეთისთვის რ მიეყიდათ“, - განაცხადა ერდოღანმა. მისივე თქმით, აშშ, ამ საკითხს სავარაუდოდ, საბერძნეთის პრემიერთან კონსულტაციის გარეშე გადაწყვეტს. ერდოღანმა განაცხადა, რომ ბერძენი ლიდერის ამ განცხადებების გათვალისწინებით, თურქეთი  საბერძნეთთან სტრატეგიული საბჭოს შეხვედრას აჩერებს. საბერძნეთი NATO Tiger Meet 2022-ს მასპინძლობს. რატომ არ მონაწილეობს თურქეთი საჰაერო წვრთნებში