თურქეთის პრეზიდენტმა ერდოღანმა განაცხადა, რომ ანკარამ ათენთან სტრატეგიული საბჭოს შეხვედრა საბერძნეთის პრემიერის მიცოტაკისის განცხადებების გამო გააუქმა.
„საბერძნეთის პრემიერის კომენტარებმა თურქეთთან დაკავშირებით, აშშ-ში ოფიციალური ვიზიტის დროს ის ფაქტობრივად არარაობად აქცია. ჩვენ შევთანხმდით (კირიაკოს მიცოტაკისთან), რომ არ ჩავრთავდით მესამე ქვეყნებს ჩვენს დავაში. მიუხედავად ამისა, გასულ კვირას, აშშ-ში ოფიციალური ვიზიტის დროს პრემიერმა კონგრესში ისაუბრა, რომ F-16 საბრძოლო თვითმფრინავები თურქეთისთვის რ მიეყიდათ“, - განაცხადა ერდოღანმა.
მისივე თქმით, აშშ, ამ საკითხს სავარაუდოდ, საბერძნეთის პრემიერთან კონსულტაციის გარეშე გადაწყვეტს.
ერდოღანმა განაცხადა, რომ ბერძენი ლიდერის ამ განცხადებების გათვალისწინებით, თურქეთი საბერძნეთთან სტრატეგიული საბჭოს შეხვედრას აჩერებს.