თეგი: იეისკი

რუსეთში, ქალაქ იეისკში, სამხედრო თვითმფრინავი საცხოვრებელ კორპუსს დაეცა

რუსეთის ფედერაციაში, კრასნოდარის მხაერეში, ქალაქ იეისკში სამხედრო თვითმფრინავი ერთ-ერთ უბანში, მრავალსართულიან კორპუსს დაეცა. ინტერფაქსის ცნობით, სუ-34 საბრძოლო გამანადგურებელი-ბომბდამშენია. შემთხვევის ადგილზე ხანძარია. დაღუპულებისა და დაშავებულების შესახებ ინფორმაცია ჯერ არ ვრცელდება.  რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, იეისკში თვითმფრინავის ჩამოვარდნის მიზეზი აფრენის დროს ერთ-ერთი ძრავის აალება გახდა. სამხედრო დეპარტამენტის ცნობით, თვითმფრინავი სამხრეთ სამხედრო ოლქის სამხედრო აეროდრომიდან სასწავლო ფრენას ასრულებდა და ჩამოვარდა. სამინისტროს ცნობითვე, ეკიპაჟმა კატაპულტირება მოახერხა.   

იეისკში, სუ-34-ის ჩამოვარდნის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა. არიან დაშავებულები

იეისკის საცხოვრებელი კორპუსის ეზოში სუ-34 ბომბდამშენის ჩამოვარდნის შედეგად, 3 ადამიანი დაიღუპა და 19 დაშავდა. იტყობინება კრასნოდარის ტერიტორიის ადმინისტრაცია.  რუსეთში, ქალაქ იეისკში, სამხედრო თვითმფრინავი საცხოვრებელ კორპუსს დაეცა რეგიონული ოპერატიული შტაბის ცნობით, დაშავებულია 19 ადამიანი, მათგან ოთხი მძიმე მდგომარეობაშია. დაშავებულებს შორის 8-10 წლის სამი ბავშვია. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით სუ-34 ბომბდამშენი 17 ოქტომბერს საღამოს იეისკში ცხრასართულიანი საცხოვრებელი კორპუსის ეზოში ჩამოვარდა. ავარიის დროს თვითმფრინავის საბრძოლო მასალა აფეთქდა. ხანძარი მაღალსართულიან კორპუსს მოედო. მანამდე გავრცელებული ინფორმაციით, სუ-34 საცხოვრებელ კორპუსს დაეცა.