იეისკის საცხოვრებელი კორპუსის ეზოში სუ-34 ბომბდამშენის ჩამოვარდნის შედეგად, 3 ადამიანი დაიღუპა და 19 დაშავდა. იტყობინება კრასნოდარის ტერიტორიის ადმინისტრაცია.
რეგიონული ოპერატიული შტაბის ცნობით, დაშავებულია 19 ადამიანი, მათგან ოთხი მძიმე მდგომარეობაშია. დაშავებულებს შორის 8-10 წლის სამი ბავშვია.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით სუ-34 ბომბდამშენი 17 ოქტომბერს საღამოს იეისკში ცხრასართულიანი საცხოვრებელი კორპუსის ეზოში ჩამოვარდა. ავარიის დროს თვითმფრინავის საბრძოლო მასალა აფეთქდა. ხანძარი მაღალსართულიან კორპუსს მოედო.
მანამდე გავრცელებული ინფორმაციით, სუ-34 საცხოვრებელ კორპუსს დაეცა.