თეგი: ინგლისი

ინგლისში ზღვის დონე სწრაფად იმატებს

ინგლისის ზოგიერთ ნაწილში, ბოლო 30 წლის განმავლობაში ზღვის დონე, გასულ წელთან შედარებით, ორჯერაა გაზრდილი. ინფორმაცია „კლიმატის მდგომარეობს“ შესახებ ყოველწლიურ ანგარიშშია ხელმისაწვდომი.  ანგარიშში ნათქვამია, რომ 1990 წლების დასაწყისიდან ზღვის დონე წელიწადში 1,5 მილიმეტერით იმატებს, ხოლო 1990 წლიდან მატება 3-დან 5,2 მილიმეტრამდეა. ამასთან, ბოლო 30 წელიწადში ზღვის დონემ 16,5 სანტიმეტრით მოიმატა.  ანგარიშის ერთ-ერთი ექსპერტი აცხადებს, რომ ზღვის დონის მატება გრენლანდიასა და ანტარქტიდაში ყინულის დნობამ განაპირობა.  ანგარიშში ნათქვამია, რომ დიდ ბრიტანეთში დათბობის მაჩვენებელი გლობალურ საშუალო მაჩვენებელს ოდნავ აღემატება. ბოლო 20-30 წელი ქვეყანაში გასულ საუკუნესთან შედარებით უფრო ცხელი, წვიმიანი და მზიანი იყო.  

ინგლისში, ნოტინჰემში თავდასხმებისას 3 ადამიანი დაიღუპა, 3 კი, დაშავდა

ინგლისში, ნოტინგემში მომხდარი თავდასხმების შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა სამი კი დაშავდა. დაკავებულია 31 წლის კაცი. ორი ადამიანი, რომლებიც სავარაუდოდ დაჭრეს, პოლიციამ გარდაცვლილი ილკესტონ როუდზე იპოვა. პოლიციამ, რომელმაც მკვლელობაში ეჭვმიტანილი კაცი დააკავა, მოგვიანებით, კიდევ ერთი დაღუპული, მაგდალის გზაზე იპოვა.  

უკრაინის სოლიდარობის ნიშნად, UEFA-ს ახალგაზრდულ ტურნირებს ინგლისი, პოლონეთი და ლატვია ბოიკოტს უცხადებენ

ინგლისი, პოლონეთი და ლატვია არ მიიღებენ მონაწილეობას UEFA-ს ახალგაზრდულ ტურნირებზე, სადაც რუსი ფეხბურთელები დაიშვებიან. მანამდე, უკრაინის ფეხბურთის ასოციაციამ (UAF) დაგმო 26 სექტემბერს ევროპის ფეხბურთის ასოციაციების კავშირის (UEFA) გადაწყვეტილება, რომელიც რუსეთის 17-წლამდელთა გუნდების საერთაშორისო შეჯიბრებში დაბრუნებას გულისხმობს და განაცხადა, რომ უკრაინა რუსეთის მონაწილეობით მიმდინარე თამაშებს ბოიკოტს გამოუცხადებს. 26 სექტემბერს უეფამ გამოაცხადა, რომ შეამსუბუქებს თავის შეზღუდვებს და საშუალებას მისცემს რუსეთის 17-წლამდელთა გუნდებს, მიიღონ მონაწილეობა ევროპულ თამაშებში. „უეფამ ასევე იცის, რომ ბავშვები არ უნდა დაისაჯონ იმ ქმედებებისთვის, რომელთა პასუხისმგებლობა მხოლოდ უფროსებს ეკისრებათ და მტკიცედ არის დარწმუნებული, რომ ფეხბურთმა არასოდეს უნდა თქვას უარი  მშვიდობისა და იმედის გზავნილების გაგზავნაზე,“ - ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში. UAF-მა მოუწოდა UEFA-ს სხვა წევრებს, ბოიკოტი გამოუცხადონ ყველა შესაძლო მატჩს, რომელშიც რუსული გუნდები მონაწილეობენ. შეგახსენებთ, რომ რუსეთის გუნდებს აკრძალათ UEFA-ს ღონისძიებში მონაწილოება მას შემდეგ, რაც მოსკოვმა გასული წლის თებერვალში უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრა დაიწყო.  

ინგლისსა და უელსში მოსამართლეებს იურიდიული მოსაზრებების დაწერაში ხელოვნური ინტელექტი დაეხმარება

ინგლისსა და უელსში მოსამართლეებს იურიდიული მოსაზრებების დაწერაში ხელოვნური ინტელექტის გამოყენების უფლება მისცეს. გაერთიანებული სამეფოს სასამართლოებისა და ტრიბუნალების სასამართლო ხელისუფლებამ გასულ თვეში განაცხადა, რომ ხელოვნური ინტელექტი შეიძლება, მოსამართლეს დაეხმაროს მოსაზრებების დაწერაში, მაგრამ ის არ უნდა იყოს გამოყენებული კვლევის ან სამართლებრივი ანალიზისთვის, რადგან ტექნოლოგიას შეუძლია ინფორმაციის გაყალბება და შეცდომაში შემყვანი, არაზუსტი და მიკერძოებული ინფორმაციის მიწოდება.  „არ არის საჭირო, მოსამართლეებმა ხელოვნური ინტელექტის ფრთხილი გამოყენებას თავი აარიდონ,“ განაცხადა ინგლისისა და უელსის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარემ ჯოფრი ვოსმა.  მისივე განმარტებით, მოსამართლეებმა კონფიდენციალურობის დაცვა უნდა უზრუნველყონ და ყველაფერზე, რასაც შექმნიან, სრული პასუხისმგებლობა აიღონ.“ ცნობისთვის, ხუთი წლის წინ, ევროპის საბჭოს კომისიამ სასამართლო სისტემებში ხელოვნური ინტელექტის გამოყენების შესახებ ეთიკური ქარტია შექმნა.