ინგლისში, ნოტინჰემში თავდასხმებისას 3 ადამიანი დაიღუპა, 3 კი, დაშავდა

ინგლისში, ნოტინგემში მომხდარი თავდასხმების შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა სამი კი დაშავდა.

დაკავებულია 31 წლის კაცი. ორი ადამიანი, რომლებიც სავარაუდოდ დაჭრეს, პოლიციამ გარდაცვლილი ილკესტონ როუდზე იპოვა.

პოლიციამ, რომელმაც მკვლელობაში ეჭვმიტანილი კაცი დააკავა, მოგვიანებით, კიდევ ერთი დაღუპული, მაგდალის გზაზე იპოვა.