თეგი: ისანი

საბურთალოსა და ისნის რაიონების კონკრეტულ მისამართებზე ზონალურ-საათობრივი პარკირება პირველი ივლისიდან ამოქმედდება

საბურთალოსა და ისნის რაიონების კონკრეტულ მისამართებზე ზონალურ-საათობრივი პარკირება პირველი ივლისიდან ამოქმედდება. საბურთალოს ტერიტორიაზე ზონალურ-საათობრივი პარკირება დაწესდება კოსტავასა და ჟიული შარტავას ქუჩების ნაწილზე, გიორგი სააკაძის დაღმართსა და სხვა მიმდებარე ქუჩების ნაწილზე, სადაც ასევე, გათვალისწინებული იქნება შშმ პირთა სპეციალური და ელექტრომობილების დასამუხტი ადგილები. დედაქალაქის მერიის ინფორმაციით, მოსახლეობამ შესაბამის მისამართებზე რეგისტრაციის გავლა რომ შეძლოს, პირველი ივნისიდან პარკირების ჯიხურები საბურთალოს ტერიტორიაზე განთავსებული იქნება შემდეგ მისამართებზე: მერაბ კოსტავას ქუჩა (სპორტის სასახლის მიმდებარედ), ანა კალანდაძის ქუჩა N3, ვახტანგ ჭაბუკიანის ქუჩა N2, სიმონ კანდელაკის ქუჩა N7, გურამ ფანჯიკიძის ქუჩა N22ა, სერგო ზაქარიაძის ქუჩა N8, ვაჟა-ფშაველას გამზირი N71ბ, მიხეილ შავიშვილის ქუჩა (ვაჟა-ფშაველას გამზირი, მე-4 კვარტალი, კორპ. N5), ელიზბარ მინდელის ქუჩა (ვაჟა-ფშაველას გამზირი, მე-5 კვარტალი, კორპ. N4). მათივე ცნობით, ისნის რაიონში, მეტროსადგურ „სამგორის“ მიმდებარე ტერიტორიაზე, კერძოდ, მეველეს ქუჩაზე, ასევე ამოქმედდება ზონალურ-საათობრივი პარკირება. აღნიშნული ქუჩის მცხოვრებლები დარეგისტრირებას მეველის ქუჩა N7/9-ში განთავსებულ საინფორმაციო ჯიხურში შეძლებენ.  

თბილისში, ისნის რაიონში ხანძარია

თბილისში, ისნის რაიონში ხანძარია. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, რომ ცეცხლი ძირითადად მეორად საბურავებსა და ნარჩენებს უკიდია. არსებული ინფორმაციით, ცეცხლი ავტონაწილების (ე.წ. დაშლილები) ბაზრობაზე გაჩნდა. ადგილზე სახანძრო ჯგუფები მუშაობენ. სხვა დეტალები ჯერ უცნობია.  

ისანში, ავტონაწილების ბაზრობაზე ხანძარი ლოკალიზებულია

ისანში, ავტონაწილების ბაზრობაზე ხანძარი ლოკალიზებულია. ამ დროისთვის ხანძრის დარჩენილი კერების სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს. ხანძრის ადგილზე, ადგილზე ათამდე სახანძრო-სამაშველო ჯგუფი მუშაობს. ხანძრის გამომწვევუ მიზეზი ამ ეტაპზე უცნობია. ასევე წაიკითხეთ: თბილისში, ისნის რაიონში ხანძარია  

მეტროსადგურ "ისნის" მიმდებარე ტერიტორიაზე ტრანსპორტის გადაადგილება ისევ შეზღუდულია

თბილისის მერიის განცხადებით, მეტროსადგურ "ისნის" მიმდებარე ტერიტორიაზე სატრანსპორტო კვანძის რეკონსტრუქცია ხორციელდება, რის გამოც, ქეთევან დედოფლის გამზირზე, ნავთლუღის ქუჩის კვეთიდან კახეთის შესახვევამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში გადაადგილება დროებით შეიზღუდება. შეზღუდვა 10-11-12 მაისს 22:00-დან 07:00 საათამდე, 13-14 მაისს 24 საათის განმავლობაში, ხოლო 15 მაისიდან 31 მაისის ჩათვლით, 22:00-დან 07:00 საათამდე იმოქმედებს. "დროის აღნიშნულ მონაკვეთში ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება, როგორც მეტროსადგურ „ისნიდან“ ავლაბრის მოედნის, ასევე ნავთლუღის ქუჩიდან მარცხნივ მოხვევით, ქეთევან დედოფლის გამზირის მიმართულებით მოძრავი ავტომობილებისთვის; ნავთლუღის ქუჩიდან ქეთევან დედოფლის გამზირის მიმართულებით მოძრავი ტრანსპორტი გადაადგილებას შეძლებს მხოლოდ მარჯვნივ მოხვევით, ქეთევან დედოფლის გამზირზე. რაც შეეხება მეტროსადგურ „ისნიდან“ ავლაბრის მოედნის მიმართულებით მოძრავ ავტომობილებს, მძღოლები გადაადგილებას შეძლებენ მარჯვნივ მოხვევით, ვაჟა ჩაჩავას, აწყურის ქუჩისა და კახეთის შესახვევის გავლით, კვლავ ქეთევან დედოფლის გამზირს დაუკავშირდებიან და შემდეგ მარცხნივ მოხვევით, ნავთლუღის ქუჩის მიმართულებით იმოძრავებენ", - წერია უწყების განცხადებაში.