თბილისში, ისნის რაიონში ხანძარია

თბილისში, ისნის რაიონში ხანძარია. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, რომ ცეცხლი ძირითადად მეორად საბურავებსა და ნარჩენებს უკიდია.

არსებული ინფორმაციით, ცეცხლი ავტონაწილების (ე.წ. დაშლილები) ბაზრობაზე გაჩნდა.

ადგილზე სახანძრო ჯგუფები მუშაობენ. სხვა დეტალები ჯერ უცნობია.