თეგი: კარანტინი

იზოლაციისა და კარანტინის ვადები შემცირდა

COVID19-ით დაავადებულთა და მათთან კონტაქტირებულთა იზოლაციისა და კარანტინის ვადები მცირდება. სტრატეგიული დანიშნულების დაწესებულებებში დასაქმებული პირებისთვის, როგორიცაა: სამედიცინო დაწესებულებები; ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებები; შინაგან საქმეთა, იუსტიციისა და თავდაცვის სამინისტროების სისტემები; სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური; საქართველოს პროკურატურის სისტემა; ფინანსთა სამინისტროს სსიპ შემოსავლების სამსახური და ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური; COVID19-ის ასიმპტომური და მსუბუქი მიმდინარეობისას, ამ დაწესებულებებში დასაქმებულებისთვის, პერსონალის დეფიციტის შემთხვევაში, დამსაქმებლის მითითების გათვალისწინებით, იზოლაცია სრულდება ინფიცირების დადასტურებიდან მე-6 დღეს. იზოლაციის დასრულებისთვის აუცილებელია სწრაფი ტესტის უარყოფითი პასუხი. ამასთან სიმპტომების ალაგებიდან გასული უნდა იყოს სულ მცირე 24 საათი. იზოლაციის დასრულებიდან მომდევნო 5 დღის განმავლობაში მკაცრად რეკომენდებულია ნიღბის გამოყენება.  ყველა სხვა ასიმპტომური ან მსუბუქი პაციენტებისთვის იზოლაცია სრულდება Covid19-ის დადასტურებიდან 7 კალენდარული დღის შემდეგ. ამ შემთხვევაში, არ არის საჭირო ტესტის უარყოფითი პასუხი. ამასთან მსუბუქი სიმპტომების ალაგებიდან გასული უნდა იყოს სულ მცირე 24 საათი. იზოლაციის დასრულებიდან 5 დღე ნიღბის ტარება კვლავ  მკაცრად რეკომენდირებულია.  საშუალო და მძიმედ მიმდინარე შემთხვევებისთვის იზოლაციის ვადა რჩება უცვლელი და განისაზღვრება დამადასტურებელი სინჯის აღებიდან მინიმუმ 10 კალენდარული დღით. სახეზე უნდა იყოს მკვეთრად გაუმჯობესებული დინამიკა ბოლო 24 საათის განმავლობაში. იზოლაციის დასრულებიდან მომდევნო 5 დღე მკაცრად რეკომენდირებულია ნიღბის გამოყენება. იზოლაციის დასრულების შესახებ გადაწყვეტილებას, პაციენტის ჯანმთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, იღებს მისი ოჯახის ექიმი. კარანტინის ვადები მცირდება COVID19-ით დაავადებულთან კონტაქტირებული, არავაქცინირებული და არასრულად ვაქცინირებული პირებისთვისაც. ამ შემთხვევაში, კარანტინის ვადა 8 დღის ნაცვლად განისაზღვრება 5 დღით. ამასთან  ეძლევათ ნიღბის მოხმარების მკაცრი რეკომენდაცია მომდევნო 6-12 დღის ფარგლებში. იგივე ვრცელდება, „ბუსტერ“ დოზის არმქონე ადამიანებისთვის თუ ვაქცინის მე-2 დოზის მიღებიდან გასულია 90 დღეზე მეტი. ასევე კარანტინის ეს წესები ვრცელდება მათზე, ვისაც კოვიდის ინფექციის გადატანიდან გაუვიდა 60 დღიანი პერიოდი. შეგახსენებთ რომ, კარანტინს არ ექვემდებარებიან, თუმცა ეძლევათ ნიღბის მოხმარების მკაცრი რეკომენდაცია კონტაქტის შეწყვეტიდან მომდევნო 10  დღე: „ბუსტერ“ დოზით ვაქცინირებულებს; სრულად ვაქცინირებულებს, ვაქცინის მეორე დოზის მიღებიდან 14-90 დღის განმავლობაში; ასევე ადამიანებს, კოვიდის ინფექციის გადატანიდან 60 დღის განმავლობაში; იზოლაციის და კარანტინის განახლებული ვადები 10 თებერვლამდე ინფიცირებული და კონტაქტირებულებისთვის მოქმედებს.

ჩინეთში COVID19-ის ახალი აფეთქება დაფიქსირდა - Bloomberg

ჩინეთში COVID19-ის აფეთქება დაფიქსირდა. ყოველდღიური ინფიცირების მაჩვენებელი ბოლო შვიდ კვირაში ყველაზე მაღალ ნიშნულზეა. COVID19-ის აფეთქება ქვეყნის ცენტრალურ ნაწილში და ჩრდილო-აღმოსავლეთ პროვინციებში დაფიქსირდა, - წერს Bloomberg. ჯანდაცვის ნაციონალური კომისიის მონაცემებით, 15 ივლისს ქვეყანაში ინფიცირების 450 შემთხვევა დაფიქსირდა, არც 25 მაისის შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. შემთხვევების უმეტესობა ანჰოისა და განსუში გამოვლინდა. შანხაიში ერთკვირიანი კარანტინის ფარგლებში ინფიცირების 33 შემთხვევაა. განსუს პროვინციის დედაქალაქ ლანჯოუმში სრული კარანტინი შემოიღეს. ხელისუფლებამ 4 მილიონზე მეტ მცხოვრებს სახლში დარჩენისკენ მოუწოდა. ვუჰანში, სადაც დაახლოებით 300 000 ადამიანი ჰენანის პროვინციაში ცხოვრობს, ასევე კარანტინი გამოცხადდა.  

კლინიკა "ვივამედში" კარანტინი გამოცხადდა

კლინიკა „ვივამედში“, სადაც ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი იმყოფება, კარანტინი გამოცხადდა. ამის შესახებ მედიას ინფორმაცია საავადმყოფოს კლინიკურმა დირექტორმა, ზურაბ ჩხაიძემ მიაწოდა. მისივე ქთმით, კლინიკაში კარანტინის გამოცხადების საჭიროება ქვეყანაში გამწვავებულ ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობასა და ვირუსული ინფექციების შემთხვევების ზრდას უკავშირდება. ზურაბ ჩხაიძემ ასევე მედიასთან განმარტა, რომ საჭიროების შემთხვევაში, პაციენტებთან მნახველები სპეციალური ეკიპირებით, ვირუსზე ტესტირების საფუძველზე დაიშვებიან, კლინიკის ფოიეში კი შეიზღუდება ჟურნალისტების შესვლა. მიხეილ სააკაშვილი კლინიკა „ვივამედში“ 12 მაისიდან მკურნალობს. მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა - ლომჯარია „ვივამედის“ კლინიკური დირექტორის თქმით, მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა და სასიცოცხლო პარამეტრები სტაბილურია რატი ბრეგაძის თქმით, სააკაშვილი მკურნალობის კურსს არ ემორჩილება გიული ალასანია: მძიმე მომენტი დამიდგა, ვთხოვ ყველას, გადამირჩინოთ შვილი უკრაინის მოქალაქეს, მიხეილ სააკაშვილს ორ საქმეზე 6-წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი. ის საქართველოში 2021 წლის სექტემბრის ბოლოს დაბრუნდა და თვითმმართველობის არჩევნების წინა დღეს, პირველ ოქტომბერს დააკავეს. დაკავების დღესვე სააკაშვილმა შიმშილობა გამოაცხადა. შიმშილობიდან 50-ე დღეს, 19 ნოემბერს, მიხეილ სააკაშვილმა პროტესტი შეწყვიტა მას შემდეგ, რაც ის გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს, საიდანაც რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში 30 დეკემბერს დააბრუნეს.  

აზერბაიჯანმა სახმელეთო საზღვრის ჩაკეტვის გადაწყვეტილება იანვრამდე გაახანგრძლივა

აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრმა, ალი ასადოვმა ქვეყანაში სპეციალური საკარანტინო რეჟიმის გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილებას ხელი მოაწერა. ქვეყანაში კორონავირუსის ინფექციის გავრცელებისა და მისი შესაძლო გართულებების პრევენციის მიზნით სპეციალური საკარანტინო რეჟიმი 2024 წლის 2 იანვრის 06:00 საათამდე გახანგრძლივდა. ცნობისათვის, ქვეყნის სახმელეთო საზღვრები, მათ შორის აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის სახმელეთო საზღვარი, სპეციალური საკარანტინო რეჟიმის გამო 2020 წლის გაზაფხულიდან დაკეტილია.  

მედია: კარანტინი, რომელიც პუტინთან შეხვედრის ყველა მონაწილემ უნდა გაიაროს, ხუთ დღემდე შემცირდა

კარანტინი, რომელიც რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შეხვედრის ყველა მონაწილემ უნდა გაიაროს, ხუთ დღემდე შემცირდა. ამის შესახებ ფარიდა რუსტამოვას პროექტი Faridaily წერს. პუტინთან შეხვედრის მონაწილეები კარანტინში 2020 წლის პანდემიის დაწყებიდან იმყოფებოდნენ. თავდაპირველად, იზოლაციის პერიოდი ორ კვირამდე იყო, ამ ზაფხულს კი, ეს პერიოდი ერთ კვირამდე შემცირდა. Faridaily-ის ერთ-ერთმა თანამოსაუბრემ განმარტა, რომ იზოლაცია ტესტირებით უნდა იყოს დაცული, თუ მზადდება პირისპირ შეხვედრა პუტინთან, ან ადამიანს პრეზიდენტთან კონტაქტი ახლო მანძილიდან ექნება. მაგალითად, მის გვერდით ჯდომა ან ხელის ჩამორთმევა. თუ პირდაპირი კონტაქტი არ არის, საკმარისია ტესტების ჩატარება, აცხადებს წყარო.