ჩინეთში COVID19-ის აფეთქება დაფიქსირდა. ყოველდღიური ინფიცირების მაჩვენებელი ბოლო შვიდ კვირაში ყველაზე მაღალ ნიშნულზეა. COVID19-ის აფეთქება ქვეყნის ცენტრალურ ნაწილში და ჩრდილო-აღმოსავლეთ პროვინციებში დაფიქსირდა, - წერს Bloomberg.
ჯანდაცვის ნაციონალური კომისიის მონაცემებით, 15 ივლისს ქვეყანაში ინფიცირების 450 შემთხვევა დაფიქსირდა, არც 25 მაისის შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. შემთხვევების უმეტესობა ანჰოისა და განსუში გამოვლინდა. შანხაიში ერთკვირიანი კარანტინის ფარგლებში ინფიცირების 33 შემთხვევაა.
განსუს პროვინციის დედაქალაქ ლანჯოუმში სრული კარანტინი შემოიღეს. ხელისუფლებამ 4 მილიონზე მეტ მცხოვრებს სახლში დარჩენისკენ მოუწოდა. ვუჰანში, სადაც დაახლოებით 300 000 ადამიანი ჰენანის პროვინციაში ცხოვრობს, ასევე კარანტინი გამოცხადდა.