თეგი: კლიმატი

ჯონ კერის თქმით, კლიმატთან დაკავშირებით, ჯო ბაიდენი საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების საკითხს განიხილავს

ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელი ჯონ კერი ამბობს, რომ პრეზიდენტი ჯო ბაიდენი კლიმატთან დაკავშირებით, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას განიხილავს. ჯო კერის თქმით, ბაიდენი მზადაა გამოიყენოს „მისი ხელთ არსებული ყველა ინსტრუმენტი“ კლიმატის ცვლილების დასაძლევად, მათ შორის აღმასრულებელი ბრძანებების ჩათვლით. მისივე თქმით, მსოფლიო მიხვდა, რომ მწვანე ენერგია ამცირებს ინფლაციას, ამცირებს ენერგიის ხარჯებს, ქმნის სამუშაო ადგილებს და აუმჯობესებს ჯანმრთელობასა და უსაფრთხოებას. როგორც BBC წერს, აღნიშნული ნაბიჯი ბაიდენს განახლებადი ენერგიის წარმოებაზე დღის წესრიგის წინსვლის საშუალებას მისცემდა, რომელიც კონგრესში მხარდაჭერის ნაკლებობის გამო შეჩერებულია. მისივე თანახმად, კლიმატის ცვლილება ზრდის ცხელი, მშრალი ამინდის რისკს, რომელიც სავარაუდოდ, ტყის ხანძრებს გაამწვავებს.

მიმდინარე წლის ივლისი 1850 წლის შემდეგ ყველაზე ცხელი თვე იყო - Copernicus

კლიმატის ცვლილების შესწავლის ევროპული სამსახური - Copernicus აცხადებს, რომ ოფიციალურად, ივლისი 1850 წლის შემდეგ, ყველაზე ცხელი თვე იყო. Copernicus-ს მონაცემებით, ექსტრემალური სიცხე ყველა კონტინენტზე დაფიქსირდა. ივლისის მაღალი ტემპერატურის ფონზე, ევროპის ზოგიერთი ქვეყანა ტყის ხანძრებს ახლაც ებრძვის. აზიის ქვეყნებში - ჩინეთში, ინდოეთში, იაპონიასა და სამხრეთ კორეაში - ტემპერატურის რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა. ჩრდილო-დასავლეთ ჩინეთში, ჰაერის ტემპერატურა 52°C-მდე იყო. იაპონური მედია იტყობინება, რომ ივლისის მხოლოდ ერთ კვირაში ცხრა ათასზე მეტი იაპონელი საავადმყოფოში გადაიყვანეს სიცხის გამო. სამხრეთ ამერიკაში ახლა ზამთარია და სიცხე იქ 37°C-ს აღწევს, რასაც ჩილელი სპეციალისტები უჩვეულო მოვლენას უწოდებენ. მათივე ინფორმაციით, ქვეყანაში დამკვიდრებული ტემპერატურა ტიპიურზე 15 გრადუსით მაღალია. პარაგვაიში, ბოლივიასა და სამხრეთ ბრაზილიაში სიცხემ თითქმის 39 გრადუსს მიაღწია. გაეროს მეტეოროლოგები რეკორდულ სიცხეს ანთროპოგენურ კლიმატის ცვლილებას მიაწერენ.  როგორ გავუმკლავდეთ სიცხეს: NCDC-ის რეკომენდაციები