კლიმატის ცვლილების შესწავლის ევროპული სამსახური - Copernicus აცხადებს, რომ ოფიციალურად, ივლისი 1850 წლის შემდეგ, ყველაზე ცხელი თვე იყო.
Copernicus-ს მონაცემებით, ექსტრემალური სიცხე ყველა კონტინენტზე დაფიქსირდა.
ივლისის მაღალი ტემპერატურის ფონზე, ევროპის ზოგიერთი ქვეყანა ტყის ხანძრებს ახლაც ებრძვის.
აზიის ქვეყნებში - ჩინეთში, ინდოეთში, იაპონიასა და სამხრეთ კორეაში - ტემპერატურის რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა. ჩრდილო-დასავლეთ ჩინეთში, ჰაერის ტემპერატურა 52°C-მდე იყო. იაპონური მედია იტყობინება, რომ ივლისის მხოლოდ ერთ კვირაში ცხრა ათასზე მეტი იაპონელი საავადმყოფოში გადაიყვანეს სიცხის გამო.
სამხრეთ ამერიკაში ახლა ზამთარია და სიცხე იქ 37°C-ს აღწევს, რასაც ჩილელი სპეციალისტები უჩვეულო მოვლენას უწოდებენ. მათივე ინფორმაციით, ქვეყანაში დამკვიდრებული ტემპერატურა ტიპიურზე 15 გრადუსით მაღალია. პარაგვაიში, ბოლივიასა და სამხრეთ ბრაზილიაში სიცხემ თითქმის 39 გრადუსს მიაღწია.
გაეროს მეტეოროლოგები რეკორდულ სიცხეს ანთროპოგენურ კლიმატის ცვლილებას მიაწერენ.