თეგი: კოპენჰაგენი

კოპენჰაგენის სავაჭრო ცენტრში სროლის შედეგად, რამდენიმე ადამიანი დაიღუპა

დანიის დედაქალაქ კოპენჰაგენში სავაჭრო ცენტრში სროლის შედეგად, რამდენიმე ადამიანი დაიღუპა. დაკავებულია ერთი პირი, თუმცა პოლიცია დეტალებზე არ საუბრობს. მსხვერპლთა რაოდენობა უცნობია. გადაკეტილია გზა, არ მუშაობს მეტროსადგური. ადგილზე მობილიზებულნი არიან სასწრაფო და სახანძრო ეკიპაჟები. თვითმხილველი ამბობს, რომ მსროლელს „სანადირო თოფი“ ეჭირა.

DW: კოპენჰაგენმა უკრაინის შესახებ გასაიდუმლოებულ კონფერენციას უმასპინძლა

დანიის დედაქალაქ კოპენჰაგენში, 24 ივნისს, უკრაინის ომისადმი მიძღვნილი საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა. გერმანული გამოცემა „დოიჩე ველე“ წერს, რომ მისი ჩატარება მკაცრად გასაიდუმლოებული იყო. გავრცელებული ინფორმაციით, კონფერენციას ესწრებოდნენ დასავლეთის არაერთი ქვეყნის, მათ შორის გერმანიისა და ე.წ გლობალური სამხრეთის სახელმწიფოების წარმომადგენლები, რომლებიც ომში ნეიტრალურ პოზიციას იკავებდნენ. კერძოდ, კოპენჰაგენში ჩავიდნენ დიპლომატები ჩინეთიდან, ინდოეთიდან, ბრაზილიიდან და სამხრეთ აფრიკიდან. მედიის ცნობით, ასეთი კონფერენციის ჩატარების ინიციატივა უკრაინას ეკუთვნის. იმყოფებოდნენ თუ არა მასზე ამ ქვეყნის წარმომადგენლები, უცნობია.  კონფერენციის მონაწილეებს მის შედეგებზე კომენტარი არ გაუკეთებიათ. დასავლეთის ქვეყნების წარმომადგენლებმა ცოტა ხნის წინ არაერთხელ განაცხადეს, რომ უკრაინის მშვიდობიანი მოგვარების საკითხზე აფრიკის, აზიისა და ლათინური ამერიკის ქვეყნებთან უფრო აქტიური თანამშრომლობა აუცილებელია. გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანალენა ბერბოკმა, რომელიც სამხრეთ აფრიკაში მიემგზავრება, მაღალი შეფასება მისცა აფრიკის რიგი ქვეყნების მშვიდობიანი შუამავლობის მცდელობას, რომელთა წარმომადგენლები ცოტა ხნის წინ ეწვივნენ კიევსა და მოსკოვს. აფრიკის ქვეყნების წარუმატებელი „სამშვიდობო მისია“ უკრაინასა და რუსეთში სამხრეთ აფრიკა, ჩინეთი, ინდოეთი და ბრაზილია რუსეთთან ერთად, ე.წ. BRICS - ორგანიზაციაში არიან, რომელიც აერთიანებს არადასავლური სამყაროს უდიდეს ქვეყნებს.