თეგი: კორუფცია

პროკურატურა: საქართველოს პროკურატურის შესახებ გაცემული რეკომენდაცია ევროპის საბჭოს კორუფციის წინააღმდეგ სახელმწიფოთა ჯგუფმა სრულად შესრულებულად მიიჩნია

ევროპის საბჭოს კორუფციის წინააღმდეგ სახელმწიფოთა ჯგუფმა (GRECO) საქართველოს თაობაზე ანგარიში დაამტკიცა და საქართველოს პროკურატურის შესახებ გაცემული რეკომენდაცია სრულად შესრულებულად მიიჩნია, – ამის შესახებ პროკურატურის განცხადებაში არის აღნიშნული. უწყების ცნობით, ანგარიშის თანახმად, ევროპის საბჭოს კორუფციის წინააღმდეგ სახელმწიფოთა ჯგუფი მიესალმება საქართველოს პროკურატურის თანამშრომელთა დისციპლინური პასუხისმგებლობის საფუძვლების და დისციპლინური გადაცდომების შესახებ საქართველოს გენერალური პროკურორის 2022 წლის 16 მაისის ბრძანების გამოცემას. „მათი შეფასებით, აღნიშნული ნორმატიული აქტით ზუსტად განისაზღვრა პროკურორების დისციპლინური გადაცდომების სახეები და უზრუნველყოფილ იქნა შესაბამისი დისციპლინური სახდელების გამოყენების პროპორციულობა. აღნიშნულის საფუძველზე, ევროპის საბჭოს კორუფციის წინააღმდეგ სახელმწიფოთა ჯგუფმა მიიჩნია, რომ სრულად შესრულდა რეკომენდაცია პროკურორების დისციპლინური რეჟიმის სრულყოფის თაობაზე. საქართველოს პროკურატურას, ევროპის საბჭოს კორუფციის წინააღმდეგ სახელმწიფოთა ჯგუფის რეკომენდაციების შესრულების მხრივ, პროკურატურის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე გაცემული ხუთი რეკომენდაციიდან, ამ დროისათვის ხუთივე სრულად აქვს შესრულებული. ევროპის საბჭოს კორუფციის წინააღმდეგ სახელმწიფოთა ჯგუფთან (GRECO) თანამშრომლობა, საქართველოს პროკურატურის პრიორიტეტს წარმოადგენს. ამ მიმართულებით აქტიური მუშაობა მომავალშიც გაგრძელდება“, – აცხადებენ საქართველოს პროკურატურაში.  

სუს-ი განცხადებას ავრცელებს

ხელვაჩაურის მერიის სამხედრო აღრიცხვის, გაწვევისა და მობილიზაციის სამსახურის უფროსი თ.ქ. სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცეს. სახელწიფო უსაფრთხოების სამსახური ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლების მიერ ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებებზე იუწყება და წინასწარი შეთანხმებით ჯგუფურად ქრთამის აღების ფაქტზე მიუთითებს.  „გამოძიებით დადგენილია, რომ მას დაუკავშირდა ოზურგეთის მერიის სამხედრო აღრიცხვის, გაწვევისა და მობილიზაციის სამსახურის უფროსი ი.ლ. რომელმაც მოქალაქის სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევის არაოფიციალურად გადავადება სთხოვა. აღნიშნული პირები წინასწარ შეთანხმდნენ და შუამავალი პირის, ბ. გ.-ის დახმარებით, მოქალაქეს ქრთამის სახით გამოართვეს 1 500 ლარი. აღებული თანხიდან 500 ლარი ი.ლ-მ იმავე დღეს გადასცა თ.ქ.-ს, 200 ლარი - ბ.გ.-ს, ხოლო 800 ლარი თავად დაიტოვა. თ.ქ.-ს 2022 წლის 11 აგვისტოს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. გამოძიებას აწარმოებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო, სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,გ“ქვეპუნქტით და 25-338-ე მუხლებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით 7-დან 11 წლამდე“, - აცხადებს სუს-ი.  

კორუფციულ ფაქტებს ექნება მკაცრი რეაგირება, არავის არაფერს "გავუტარებთ" - კალაძე

თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა, რომ კორუფციულ ფაქტებს ექნება მკაცრი რეაგირება. როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, კორუფცია არის მძიმე საკითხი, რომელსაც ყოველთვის მოჰყვება შესაბამისი რეაგირება, „ასე იყო წლების წინ, ასე იქნება ახლაც და მომავალშიც“. „ყველაფერს გავაკეთებთ, რომ კორუფცია საფუძველშივე არ დავუშვათ და იყოს ამოძირკვული. მე ბევრჯერ მითქვამს და კიდევ გავიმეორებ, თუ რომელიმე ჩვენს თანამშრომელს სჭირდება მხარდაჭერა სჭირდება დახმარება, მზად ვარ, პირადად მოვუსმინო, გვერდით დავუდგე, ხელი შევუწყო, მაგრამ ასევე ძალიან მკაცრი იქნება ჩემი რეაქცია კორუფციული ფაქტების მიმართ. კიდევ ერთხელ გაფრთხილებთ ყველას, რომ თქვენივე სამსახურებში გქონდეთ კომუნიკაცია თქვენ თანამშრომლებთან და ყველამ კარგად გაითავისოს ეს დამოკიდებულება. ვინმეს თუ რაიმე სჭირდება, მხარდაჭერა, თანადგომა, მზად ვართ, ყველანაირად ხელი შევუწყოთ, მაგრამ კორუფციულ ფაქტებს ექნება მკაცრი რეაგირება, არავის არაფერს გავუტარებთ", - განაცხადა კალაძემ.  

ზელენსკი გამოდის ინიციატივით, ომის დროს კორუფცია სახელმწიფოს ღალატს გაუთანაბრდეს

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ინიციატივით გამოდის, ომის დროს კორუფცია სახელმწიფოს ღალატთან გაიგივდეს. მისი აზრით, ასეთი ინიციატივა იქნება ძალიან სერიოზული ინსტრუმენტი, რომ კორუფციულ ქმედებებზე არავინ იფიქროს. „მე მივეცი საკანონმდებლო ორგანოს დავალება და უკრაინის კანონმდებლებს შესთავაზებენ ჩემს წინადადებებს, რომ კორუფცია ომის დროს სამშობლოს ღალატს გაუტოლდეს. მე მესმის, რომ ასეთი გადაწყვეტილება სამუდამოდ ვერ იმუშავებს, თუმცა ომის დროს ის შეიძლება, რომ ქვეყანას დაეხმაროს,“ - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა. ამავე ინტერვიუდან: ზელენსკი ომის რუსეთის ტერიტორიაზე გადასვლის შესაძლებლობაზე: ეს დიდი რისკია, რომ ჩვენ მარტო დავრჩებით  

ირაკლი ღარიბაშვილი: კორუფციასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს საქართველო რეგიონული და საერთაშორისო ლიდერის პოზიციებით ხვდება

კორუფციასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს საქართველო რეგიონული და საერთაშორისო ლიდერის პოზიციებით ხვდება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ფეისბუქზე წერს. მისივე თქმით, წელს მთავრობამ კიდევ უფრო გააძლიერა ძალისხმევა კორუფციასთან ბრძოლის წინააღმდეგ. „უმნიშვნელოვანესი იყო დამოუკიდებელი, მაღალი ანგარიშვალდებულების ანტიკორუფციული ბიუროს შექმნა, რომელიც ერთი ქოლგის ქვეშ აერთიანებს კორუფციის პრევენციის ყველა ფუნქციას. ჩვენი ძალისხმევის თვალსაჩინო შედეგები მაღალ შეფასებას იმსახურებს ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან:  „World Justice Project“-ის წლევანდელ „კანონის უზენაესობის ინდექსის“  ისეთ წამყვან ფაქტორში, როგორიცაა, კორუფციისგან თავისუფლება, საქართველო მსოფლიოში 33-ე ადგილზე გავიდა, ევროპის საუკეთესო ოცეულში მოხვდა, ხოლო  აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში პირველი ადგილი დაიკავა. მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის „გლობალური კონკურენტუნარიანობის ანგარიშის“ თანახმად, კორუფციის კონტროლის რეიტინგში საქართველო მსოფლიოში მე-20, ევროპაში მე-11, პოსტსაბჭოთა ქვეყნებს შორის კი მე-2 ადგილზეა და  უსწრებს ევროკავშირისა და NATO-ს წევრ მრავალ სახელმწიფოს. „Transparency International“-ის „კორუფციის აღქმის ინდექსში“ მსოფლიოს 180 ქვეყანას შორის საქართველო 41-ე ადგილზეა და რეგიონში ლიდერია. ჩვენთვის კვლავაც პრიორიტეტად რჩება გამჭვირვალე, ანგარიშვალდებული და ეთიკური მმართველობის განმტკიცება და კორუფციისგან თავისუფალი საზოგადოების შენება,” - აღნიშნავს პრემიერი. ელჩი ჰერჩინსკი: კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის დღე გამოწვევებს გვახსენებს, გასაკეთებელი ჯერ ბევრია  

„განვიხილეთ გზები, რომლითაც შეგვიძლია, საქართველოსთან პარტნიორობა გავაძლიეროთ“ - ვაშინგტონის შეფასებით, კორუფციასთან ბრძოლა დაინტერესებული მხარეების მონაწილეობას მოითხოვს

ამერიკელმა მაღალჩინოსანმა, „გლობალურ ანტიკორუფციულ საკითხებში ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის კოორდინატორმა რიჩარდ ნეფიუმ საქართველოში ვიზიტი 18 იანვარს დაასრულა. რიჩარდ ნეფიუ მანამდე სომხეთში იმყოფებოდა. ვიზიტის შესახებ მას მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია. მის ვიზიტზე მოკლე შეფასება გაავრცელა ამერიკის საელჩომ. როგორც Europetime-სთვის სახელმწიფო დეპარტამენტიდან მიწოდებული კომენტარიდან ირკვევა, ამერიკელმა მაღალჩინოსანმა საქართველოს ოფიციალურ პირებთან შეხვედრაზე, კონკრეტული პროექტების მიმდინარეობა და აქტივობები განიხილა. „გლობალურ ანტიკორუფციულ საკითხებში ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის კოორდინატორმა რიჩარდ ნეფიუმ საქართველოში პროდუქტიული ვიზიტი ცოტა ხნის წინ დაასრულა. მან ხელისუფლების წარმომადგენლებთან, ანტიკორუფციულ ინსტიტუტებთან, საგამოძიებო ორგანოებთან, კერძო სექტორთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან სასარგებლო და ინფორმაციული შეხვედრები გამართა. კორუფციასთან ბრძოლა - განსაკუთრებით, ანგარიშვალდებულებისა და გამჭვირვალობის უზრუნველყოფის გზით, ნებისმიერი ქვეყნის ეკონომიკური და დემოკრატიული ზრდისთვის მნიშვნელოვანი ფაქტორია და ის მოითხოვს საზოგადოების - დაინტერესებული მხარეების მონაწილეობას,“ წერს სახელმწიფო დეპარტამენტი საპასუხო კომენტარში. აქვე აღნიშნავენ, რომ „ვიზიტის დროს კოორდინატორმა მოისმინა კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაში აშშ-საქართველოს მიმდინარე პროექტებისა და აქტივობების შესახებ: „კოორდინატორმა ასევე განიხილა გზები, რომლითაც შეგვიძლია, ჩვენი პარტნიორობა გავაძლიეროთ.“ რაზე ესაუბრნენ არასამთავრობოები ამერიკელ მაღალჩინოსანს სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსანი ანტიკორუფციული ბიუროს უფროსს შეხვდა სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსანი თბილისში შეხვედრებს მართავს