უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ინიციატივით გამოდის, ომის დროს კორუფცია სახელმწიფოს ღალატთან გაიგივდეს. მისი აზრით, ასეთი ინიციატივა იქნება ძალიან სერიოზული ინსტრუმენტი, რომ კორუფციულ ქმედებებზე არავინ იფიქროს.
„მე მივეცი საკანონმდებლო ორგანოს დავალება და უკრაინის კანონმდებლებს შესთავაზებენ ჩემს წინადადებებს, რომ კორუფცია ომის დროს სამშობლოს ღალატს გაუტოლდეს. მე მესმის, რომ ასეთი გადაწყვეტილება სამუდამოდ ვერ იმუშავებს, თუმცა ომის დროს ის შეიძლება, რომ ქვეყანას დაეხმაროს,“ - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.
ამავე ინტერვიუდან: ზელენსკი ომის რუსეთის ტერიტორიაზე გადასვლის შესაძლებლობაზე: ეს დიდი რისკია, რომ ჩვენ მარტო დავრჩებით