თეგი: კუბილიუსი

პუტინის დაპატიმრების ორდერი არის სიგნალი რუსული ელიტისთვის - კუბილიუსი

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს ორდერი პუტინის დაპატიმრებაზე არის სიგნალი რუსული ელიტისთვის, რომ ძალაუფლებაში ეჭვმიტანილით მათი საერთაშორისო საზოგადოებასა და გლობალურ ბაზრებში დაბრუნების შანსი ნულია, - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა, ანდრიუს კუბილიუსმა განაცხადა.  რას ნიშნავს ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილება ჰააგის სასამართლომ პუტინის დაკავების ორდერი გასცა „ეს არის სიგნალი დასავლელი ლიდერებისთვის, რომ ეჭვმიტანილთან ერთადერთი შესაძლო მოლაპარაკება სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთვის მისი გადაცემა შეიძლება იყოს“, - წერს კუბილიუსი „ტვიტერზე“. ჰააგის სასამართლომ რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის დაპატიმრების ორდერი გასცა. ამის შესახებ ჰააგაში მდებარე სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პრეს-რელიზში წერია.