სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს ორდერი პუტინის დაპატიმრებაზე არის სიგნალი რუსული ელიტისთვის, რომ ძალაუფლებაში ეჭვმიტანილით მათი საერთაშორისო საზოგადოებასა და გლობალურ ბაზრებში დაბრუნების შანსი ნულია, - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა, ანდრიუს კუბილიუსმა განაცხადა.
„ეს არის სიგნალი დასავლელი ლიდერებისთვის, რომ ეჭვმიტანილთან ერთადერთი შესაძლო მოლაპარაკება სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთვის მისი გადაცემა შეიძლება იყოს“, - წერს კუბილიუსი „ტვიტერზე“.
ჰააგის სასამართლომ რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის დაპატიმრების ორდერი გასცა. ამის შესახებ ჰააგაში მდებარე სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პრეს-რელიზში წერია.