თეგი: ლიდერი

აშშ-ის ავიაიაერიშის შედეგად, სირიაში „ისლამური სახელმწიფოს“ ლიდერი მოკლეს

Reuters-ის ცნობით, აშშ-ის ავიაიაერიშის შედეგად, სირიაში „ისლამური სახელმწიფოს“ ლიდერია ლიკვიდირებული. სააგენტო ინფორმაციას აშშ-ის ცენტრალური სარდლობის განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს. ალ-აგალი პასუხისმგებელი იყო სირიისა და ერაყს გარეთ ე.წ. ისლამური სახელმწიფოს ქსელების განვითარებაზე. სააგენტოს ცნობით, თავდასხმის შედეგად, ალ-აგალის ახლო მოკავშირე მძიმედ დაშავდა.  

Reuters: „ისლამური სახელმწიფოს“ ლიდერი აბუ ალ-ჰასან ალ-ჰაშემი ალ კურაიში ლიკვიდირებულია

ისლამური სახელმწიფო, მისი ლიდერის, აბუ ალ-ჰასან ალ-ჰაშემი ალ-ყურეიშის მკვლელობის შესახებ იტყობინება. ამის შესახებ Reuters წერს. რადიკალების ლიდერი 45 წლის იყო. ის ტერორისტულ ჯგუფს, 2019 წელს აშშ-ში მისი წინამორბედის აბუ ბაქრ ალ-ბაღდადის მკვლელობის შემდეგ ხელმძღვანელობდა. მის ადგილს აბუ ალ-ჰუსეინ ალ-ჰუსეინი ალ-კურაში დაიკავებს. მანამდე თურქეთის ეროვნულმა სადაზვერვო ორგანიზაციამ (MIT) ჩრდილოეთ სირიაში ანტიტერორისტული ოპერაციის დროს ისლამური სახელმწიფოს 11 მებრძოლი დააკავა. ისინი ევფრატის ფარის ტერიტორიაზე დაატყვევეს.  სპეციალური ოპერაციის დროს  4000-ზე მეტი ელექტრო დეტონატორი, სხვადასხვა ასაფეთქებელი ნივთიერება და საბრძოლო მასალა ამოიღეს. ბოევიკებმა, დაკითხვისას, აღიარეს, რომ იარაღს ჩრდილო-აღმოსავლეთ სირიაში გუვაირანის ციხეზე ISIS-ის შემდგომ თავდასხმისთვის აწვდიდნენ.