Reuters-ის ცნობით, აშშ-ის ავიაიაერიშის შედეგად, სირიაში „ისლამური სახელმწიფოს“ ლიდერია ლიკვიდირებული. სააგენტო ინფორმაციას აშშ-ის ცენტრალური სარდლობის განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.
ალ-აგალი პასუხისმგებელი იყო სირიისა და ერაყს გარეთ ე.წ. ისლამური სახელმწიფოს ქსელების განვითარებაზე. სააგენტოს ცნობით, თავდასხმის შედეგად, ალ-აგალის ახლო მოკავშირე მძიმედ დაშავდა.