თეგი: მეჩეთი

ნურ-სულთანში, ცენტრალურ აზიაში უდიდესი მეჩეთი გაიხსნა

ყაზახეთის დედაქალაქ ნურ-სულთანში ახალი მეჩეთი გაიხსნა. გახსნის ცერემონიაში მონაწილეობა ყაზახეთის რესპუბლიკის პირველმა პრეზიდენტმა ნურსულთან ნაზარბაევმა მიიღო.  ყაზახეთის მედიის ცნობით, ეს მეჩეთი ყაზახეთსა და ცენტრალურ აზიაში, აქამდე არსებულ სამლოცველოებზე დიდია.  ნურ-სულთანში აგებული მეჩეთის მთავარი კორპუსის სიმაღლე 90 მეტრია, ხოლო მინარეთების სიმაღლე 130 მეტრს უტოლდება. მეჩეთში, ერთდროულად 30 ათას ადამიანს შეუძლია შესვლა.   

ქაბულის მეჩეთში აფეთქება მოხდა. არის მსხვერპლი

ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში, მეჩეთში აფეთქება მოხდა. ინფორმაციას Reuters ადგილობრივ პოლიციაზე დაყრდნობით ავრცელებს.  Al Jazeera-ს წყაროს ცნობით, აფეთქებას 20 ადამიანი ემსხვერპლა. ქაბულის გადაუდებელი სამედიცინო დახმარების ცენტრის ცნობით, მათ 27 დაშავებული პაციენტი მიიღეს, მათ შორის, 7 წლის ბავშვი. Reuters-ის წყაროს ცნობით, დაღუპულთა შორისაა მეჩეთის იმამიც.   

ფილადელფიაში, მეჩეთთან სროლა იყო

ფილადელფიაში, ეიდ ალ-ფიტრის მეჩეთთან, რამადანის დღესასწაულის დასრულების აღნიშვნის დაწყებამდე სროლა იყო, რომლის დროსაც ორი ადამიანი დაშავდა. მათგან ერთ-ერთი არასრულწლოვანია, რომელიც ამჟამად კლინიკაში მკურნალობს. პოლიციის ცნობით, სროლის ფაქტთან დაკავშირებით დაკავებულია ხუთი ადამიანი. ადგილზე მობილიზებული არიან პოლიციისა და სასწრაფო დახმარების ჯგუფები. სროლის მოტივი ჯერჯერობით უცნობია.