ქაბულის მეჩეთში აფეთქება მოხდა. არის მსხვერპლი

ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში, მეჩეთში აფეთქება მოხდა. ინფორმაციას Reuters ადგილობრივ პოლიციაზე დაყრდნობით ავრცელებს.

 Al Jazeera-ს წყაროს ცნობით, აფეთქებას 20 ადამიანი ემსხვერპლა.

ქაბულის გადაუდებელი სამედიცინო დახმარების ცენტრის ცნობით, მათ 27 დაშავებული პაციენტი მიიღეს, მათ შორის, 7 წლის ბავშვი. Reuters-ის წყაროს ცნობით, დაღუპულთა შორისაა მეჩეთის იმამიც.