თეგი: პატიმარი

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა პენიტენციურ დაწესებულებაში პატიმრის გარდაცვალებასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა პენიტენციურ დაწესებულებაში პატიმრის გარდაცვალებასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო. მათივე ცნობით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 342-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო. „სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა 11 ივლისს, სპეციალური პენიტენციური სამსახურის ცალკეული თანამშრომლების მხრიდან სამსახურებრივი მოვალეობის შეუსრულებლობის ან/და არაჯეროვნად შესრულების ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 342-ე მუხლის მეორე ნაწილით გამოძიება დაიწყო. სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა 2022 წლის 11 ივლისს, სპეციალური პენიტენციური სამსახურის ცალკეული თანამშრომლების მხრიდან სამსახურებრივი მოვალეობის შეუსრულებლობის ან/და არაჯეროვნად შესრულების ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 342-ე მუხლის მეორე ნაწილით გამოძიება დაიწყო. გამოძიების დაწყების საფუძველი სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ცხელ ხაზზე, პენიტენციური სამსახურიდან შემოსული შეტყობინება გახდა, რომლის მიხედვითაც, მიმდინარე წლის 11 ივლისს, პენიტენციურ დაწესებულებაში მოთავსებულმა პატიმარმა, დაახლოებით 03:10 საათზე, სუიციდი განახორციელა. სპეციალური საგამოძიებო სამსახური შემჭიდროებულ ვადებში ჩაატარებს ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებას“ - ნათქვამია სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.  

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა პატიმრის ჯანმრთელობის დაზიანების ფაქტზე გამოძიება დაიწყო

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა შპს „ფსიქიკური ჯანმრთელობის და ნარკომანიის პრევენციის ცენტრში“ პატიმარ გ.ს.-ის ჯანმრთელობის დაზიანების ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო. სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ დათვალიერდა შემთხვევის ადგილი, აღებულია შემდგომი კვლევისათვის საჭირო ნიმუშები, მიმდინარეობს სამართალდამცავების გამოკითხვა, ასევე მოპოვებულია გამოძიების მიერ ინციდენტის ამსახველი ვიდეო ჩანაწერები. „გამოძიების ხელთ არსებული მასალებით დგინდება, რომ 2022 წლის 20 აგვისტოს დილის საათებში, სმენის გადაბარების დროს, ბრალდებული პატიმარი გ.ს. უკნიდან მიეპარა სპეციალური პენიტენციური სამსახურის პენიტენციური დეპარტამენტის ესკორტირებისა და სპეციალური ღონისძიებების მთავარი სამმართველოს თანამშრომელს, რომელსაც ამოაცალა სამსახურებრივ-საშტატო ცეცხლსასროლი იარაღი და უმისამართოდ ერთი გასროლა განახორციელა, რის შემდეგაც ესკორტირების სამმართველოს თანამშრომლების მისამართით განახორციელა მეორე გასროლა (გასროლის შედეგად არავინ დაზარალებულა). ამის შემდეგ, იმავე იარაღიდან თავის არეში მიიყენა დაზიანება. მიღებული დაზიანების შემდეგ დაზარალებული კავკასიის მედიცინის ცენტრში იქნა გადაყვანილი, სადაც მას ქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდა. სპეციალური საგამოძიებო სამსახური საქმეზე შემჭიდროვებულ ვადებში ჩაატარებს ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებას და შეისწავლის ინციდენტში მონაწილე სამართალდამცავების ქმედების კანონიერების საკითხს. სამსახური გამოთქვამს მზადყოფნას სრულად უზრუნველყოს მოქალაქე გ.ს.-ს ოჯახის წევრების ჩართულობა მიმდინარე გამოძიებაში და გააცნოს როგორც ფაქტის ამსახველი ვიდეო ჩანაწერი, ასევე სისხლის სამართლის საქმის ყველა მასალა. საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 342-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს სამსახურებრივ გულგრილობას, რამაც მძიმე შედეგი გამოიწვია“, – აღნიშნულია სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციაში.  

თავის არეში დაჭრილი პატიმარი გურამ სვანიძე საავადმყოფოში გარდაიცვალა

პატიმარი, რომელიც 20 აგვისტოს, თავის არეში მიყენებული ჭრილობით კავკასიის მედიცინის ცენტრში გადაიყვანეს, დაიღუპა. 28 წლის გურამ სვანიძეს ოპერაცია ჩაუტარდა და რამდენიმე დღის განმავლობაში მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.  გამოძიების ინფორმაციით, გურამ სვანიძემ ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრიდან გლდანის ციხეში გადაყვანის დროს ერთ-ერთ ბადრაგს იარაღი წაართვა და თვითმკვლელობა სცადა. საგამოძიებო უწყებამ კადრებიც გამოაქვეყნა, სადაც რამდენიმე გასროლაა ასახული. ამასთან, სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა "ფსიქიკური ჯანმრთელობის და ნარკომანიის პრევენციის ცენტრში" პატიმრის ჯანმრთელობის დაზიანების საქმეზე, სამსახურებრივი გულგრილობის ჩადენის ფაქტზე სპეციალური პენიტენციური სამსახურის ესკორტირებისა და სპეციალური ღონისძიებების მთავარი სამმართველოს მე-3 განყოფილების ესკორტის ოფიცერი დააკავა.  ესკორტის ოფიცერი ვალერი გოზალიშვილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 342-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის დააკავეს, რაც გულისხმობს მოხელის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის არაჯეროვნად შესრულებას მისდამი დაუდევარი დამოკიდებულების გამო, რამაც მძიმე შედეგი გამოიწვია. მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.