თეგი: პროექტი

ჩინეთ-პაკისტანის ეკონომიკური დერეფნის ფარგლებში, პირველი საინვესტიციო პროექტი განხორციელდა

პაკისტანის პროვინცია პენჯაბში ექსპლუატაციაში პირველი ჰიდროელექტროსადგური „კატორი“ შევიდა. პროექტი ჩინეთ-პაკისტანის ეკონომიკური დერეფნის ფარგლებში განხორციელდა. ადგილობრივი მედიის ცნობით, ჰესი, ჩინურმა კომპანიამ ააშენა და მისი სიმძლავრე 720 მეგავატია. ჰიდროელექტროსადგურის პოტენცალი, ელექტროენერგიაზე 5 მილიონი ადამიანის მოთხოვნას დააკმაყოფილებს. ჩინეთ-პაკისტანის ეკონომიკური დერეფნის მიზანია, ჩინეთის სინცზიან-უიგურსკის ავტონომიური რაიონი პაკისტანის პორტებთან „გვადართან“ და „ყარაჩთან“ დააკავშიროს, რომლებიც არაბეთის ზღვაზე გადიან. მედიის ცნობით, პროექტი არის ინიციატივის „ერთი სარტყელი - ერთ გზა“ ფლაგმანი. პროექტის ფარგლებში შენდება ავტომაგისტრალი, ელექტროსადგური, პორტები და თავისუფალი ეკონომიკური ზონები. პროექტის მიზანია, პაკისტანი საკვანძო ლოგისტიკურ ბაზად იქცეს და მსოფლიოს ჩინური პროდუქცია მიაწოდოს.  

ჩინეთმა რუსეთში „ერთი სარტყელი ერთი გზის“ პროექტის ფარგლებში ინვესტიციები შეაჩერა

ჩინეთმა თავისი გლობალური პროექტის „ერთი სარტყელი ერთი გზა“ ფარგლებში ინვესტიციები შეაჩერა. ამის შესახებ Financial Times წერს. ჩინეთის პროექტი „ერთი სარტყელი ერთი გზა“ რუსეთ-უკრაინის ომის გამო, ევრაზიის ახალ სავაჭრო გზებზე ფოკუსირდება გამოცემა შანხაის „მწვანე ფინანსების“ განვითარების ცენტრზე დაყრდნობით წერს, რომ პეკინმა ამ პროექტის ფარგლებში 2022 წლის პირველ კვარტალში რუსულ მხარესთან ხელშეკრულება არ გააფორმა და ინვესტიციების მოცულობა ნულს გაუტოლდა. გამოცემა წერს, რომ ამ გადაწყვეტილებით პეკინი, უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის გამო დაწესებული სანქციების ფონზე სიფრთხილეს იჩენს. თუმცა ექსპერტების ნაწილი მიიჩნევს, რომ პეკინის „თავშეკავება“ დროებითია, რადგან ორ ქვეყანას შორის „ძლიერი კავშირები“ არსებობს. ამასთან, რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე, ჩინეთი რუსეთის ნავთობპროდუქტების შესყიდვით მსოფლიოში პირველ ადგილზეა. საგულისხმოა ისიც, რომ რუსეთი „ერთი სარტყელი ერთი გზის“ პროექტის ფარგლებში ერთ-ერთი მთავარი ბენეფიციარი იყო. 2021 წელს რუსეთსა და ჩინეთს შორის ამ პროექტის ფარგლებში $2 მილიარდის მოცულობის ხელშეკრულება გაფორმდა. ცნობისათვის,  „ერთი სარტყელი ერთი გზა“ - ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინფინის მიერ 2013 წელს წარმოდგენილი „აბრეშუმის გზის ეკონომიკური სარტყელისა“ და „21-ე საუკუნის საზღვაო აბრეშუმის გზის“ შემოკლებული სახელწოდებაა. „ერთი სარტყელი ერთი გზა“ კონსულტაციების გზითა და ყველა მხარის ინტერესების დაცვით მის ერთობლივ მშენებლობას გულისხმობს. „ერთი სარტყელი ერთი გზა“ შემდეგ პრინციპებს ეფუძნება: სახელმწიფოს შიდა საქმეებში ჩაურევლობა, ღია თანამშრომლობა, ჰარმონია და ჩართულობა, ბაზარზე ორიენტაცია, საერთო ინტერესები და სარგებელი. იგი მოიცავს შემდეგ ძირითად მიმართულებებს: პოლიტიკური კოორდინაცია, ინფრასტრუქტურის დაკავშირება, ვაჭრობა ბარიერების გარეშე, ფინანსური ინტეგრაცია და ხალხთაშორისი კავშირები. მისი მიზანია ევროპისა და აზიის ქვეყნებს შორის სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის გაძლიერებით, ხელი შეუწყოს ერთობლივ განვითარებას და საბოლოოდ, ისეთი საზოგადოების ჩამოყალიბებას, რომელსაც ექნება საერთო ინტერესები, ვალდებულებები და მომავალი, რომელშიც წარმოდგენილი იქნება პოლიტიკური ნდობა, ეკონომიკური ინტეგრაცია და კულტურული ინკლუზიურობა. „ერთი სარტყელი ერთი გზის“ ინიციატივას სამი წლის მანძილზე 100-ზე მეტმა ქვეყანამ და საერთაშორისო ორგანიზაციამ დაუჭირა მხარი და პროექტში ჩაერთო. საქართველო მათ შორის ერთ-ერთი ყველაზე აქტიური მონაწილეა. ჩინური მხარე აღიარებს „ერთი სარტყელი ერთი გზის“ მშენებლობის პროცესში საქართველოს დიდ პოტენციალს. ბოლო სამი წლის განმავლობაში, ჩინეთმა და საქართველომ ხელი მოაწერეს მემორანდუმს „აბრეშუმის გზის ეკონომიკური სარტყელის განვითარებისთვის თანამშრომლობის შესახებ“, გაიხსნა პირდაპირი სატვირთო სარკინიგზო ხაზი და პირდაპირი ფრენა პეკინიდან თბილისის მიმართულებით, ერთობლივი ორგანიზებით ჩატარდა თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი, წარმატებით დასრულდა მოლაპარაკებები თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებაზე. საქარველო გახდა აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის დამფუძნებელი წევრი ქვეყანა. დღეისთვის, 30-მდე ჩინური კომპანია თანამშრომლობს ქართულ მხარესთან ინფრასტრუქტურის, ენერგეტიკის, ფინანსების, სოფლის მეურნეობის, ინდუსტრიული ზონების, ლოჯისტიკის, ტელეკომუნიკაციებისა და სხვა სფეროებში.  საქსტატის მონაცემებით, ჩინეთი საქართველოს პირველი სავაჭრო პარტნიორია. ორ ქვეყანას შორის 2022 წლის იანვარ-მაისში სავაჭრო ბრუნვამ $400 მილიონი შეადგინა. 

მარკ ჰენეს დანიელსი: წყალტუბო საკმაოდ იშვიათი შესაძლებლობაა, ინვესტირება მოახდინო ადგილში, რომელიც საქართველოს ისტორიის ერთ-ერთი სამკაულია

„ვფიქრობ, წყალტუბო საკმაოდ იშვიათი შესაძლებლობაა, ინვესტირება მოახდინო წარსულში, რომელიც შეიძლება, საინტერესო შეთავაზება იყოს მომავალში, რათა რეგიონში მოიზიდო ტურისტები და მიაწოდო მომსახურება ადამიანებს, როგორც საქართველოდან, ისე მთელი მსოფლიოდან და დატკბნენ საკმაოდ უნიკალური ტრადიციებით, შესანიშნავი კერძებით, ტურისტული ადგილებითა და ბუნებით, რომელიც წყალტუბოშია“, - ამის შესახებ ბიზნესკონსულტანტმა მარკ ჰენეს დანიელსმა განაცხადა. ლევან დავითაშვილი: ბიზნესთან დეტალურად ვიმსჯელეთ „წყალტუბოს ახალი სიცოცხლის“ პროექტზე და მათი მხრიდან ბევრი საინტერესო მოსაზრება მივიღეთ მისი თქმით, წყალტუბო საქართველოს ისტორიისა და ქართული არქიტექტურის ერთ-ერთი სამკაულია, რომელიც მართლაც საინტერესოდ აკავშირებს წარსულსა და მომავალს. „ეს არაჩვეულებრივი ადგილია.  წყალტუბოს აქვს არქიტექტურის საოცარი კოლექცია. ამასთან, კურორტი ახლოსაა ქუთაისის აეროპორტთან, რაც ძალიან მოსახერხებელს ხდის მასთან წვდომას. აქ თავმოყრილია უამრავი ძალიან ლამაზი შენობა, რომელთაც აქვთ  თანმიმდევრული არქიტექტურა და ამავდროულად, ეს კურორტი გამორჩეულია უნიკალური წყლით“, - აღნიშნა მარკ ჰენეს დანიელსმა.  ირაკლი ღარიბაშვილი: სახელმწიფო წყალტუბოში, ათეულობით მლნ ლარის ინვეტიციას ჩადებს მისივე განცხადებით, საქართველოს, როგორც საინვესტიციო მიმართულების განხილვა, ძალიან მიმზიდველი წინადადებაა, საოპერაციო გარემო მნიშვნელოვნად გაუმჯობესებულია და ერთ სულ მოსახლეზე მშპ-ის მატებასთან და რიგი რეფორმების განხორციელების შედეგად უადვილებს ხალხს ინვესტირებას ქვეყანაში.  წყალტუბოში ვყიდით 50 მლნ-ის ღირებულების 14 სანატორიუმს - ირაკლი ღარიბაშვილი „ქვეყანას ჰყავს ძალიან ქმედუნარიანი მთავრობა, რომელიც უზრუნველყოფს ხალხს მომსახურებით და უადვილებს მათ მოიძიონ ობიექტები ინვესტიციებისთვის. ცხადია, ბოლო ორი წლის განმავლობაში გლობალური გარემო რთული იყო პანდემიის გამო, თუმცა, ჩვენ გადავლახავთ იმ პერიოდს. ძველმა ქვეყნებმა, როგორიც საქართველოა, ბევრი კრიზისი გამოიარა და თითოეულის შემდეგ კიდევ უფრო გაძლიერდა. ვფიქრობ, საქართველო იყო ძალიან პროგრესული ქვეყანა წარსულში, იგი იქნება ძალიან საინტერესო  მომავალში, ხოლო ეს შუალედური პერიოდი იძლევა დიდ შესაძლებლობებს შეიძინოთ აქტივები ძალიან გონივრულ ფასებში. მომავალში ეს შესაძლებლობა აღარ იქნება და სწორედ ახლა არის შესაძლებლობა, ადამიანებმა განახორციელონ ინვესტიცია საქართველოში“, - აღნიშნა მარკ ჰენეს დანიელსმა.  

ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, ანაკლიის პორტის პროექტზე, ახალი ტენდერის გამართვის ვადები უცნობია

ეკონომიკის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ „ანაკლიის პორტის პროექტზე“ ახალი ტენდერის ვადები ჯერ კიდევ უცნობია. ეკონომიკის სამინისტრო ჯერ არ ასახელებს, თუ რომელ ინვესტორებს აინტერესებთ ანაკლიის პორტი  მისი თქმით, სახელმწიფომ „ანაკლიის პორტთან“ დაკავშირებით მიზანშეწონილობის კვლევა რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებამდე ჩაატარა, თუმცა ახლა რეალობა შეცვლილია.  საქართველოს მთავრობა ანაკლიის პორტზე ახალი ტენდერის გამოცხადებას გეგმავს „ჩვენ ჩავატარეთ მიზანშეწონილობის კვლევა, ეს არის ძალიან მაღალრეპუტაციული ჰოლანდიური კომპანია. ეს კვლევა ომის დაწყებამდე ჩატარდა, ომის შემდეგ კი ბევრი პარამეტრი იცვლება. შესაბამისად, მიმდინარეობს დაზუსტება და სამუშაოები, რომლებიც მოგვცემს საშუალებას ჩვენს PPP კანონმდებლობაში გარკვეული ცვლილებები შევიტანოთ, რომელიც უფრო მეტ მოქნილობას მისცემს სახელმწიფოს და პოტენციურ ინვესტორსაც, რომ პროექტის რეალიზება მოხდეს. კონკრეტულ ვადებს წლის განმავლობაში მოგახსენებთ“, - განაცხადა დავითაშვილმა. ამ დროისთვის ცნობილია, რომ სახელმწიფოს „ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან„ საარბიტრაჟო დავა 6 მლნ 900 ათასი ლარი დაუჯდა.  2022 წლის 1 თებერვალს საქართველოში აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა განაცხადა, რომ ანაკლიის პორტის პროექტი დღეს საქართველოსთვის ხელიდან გაშვებულ შესაძლებლობას წარმოადგენს.  2021 წლის 6 ივლისს  აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელმა ფილიპ რიკერმა Europetime-ს განიცხადა, რომ ანაკლიის პორტი ეს არის უდიდესი შესაძლებლობა უცხოელი ინვესტორების მოსაზიდად.  2021 წლის 4 მარტს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ მთავრობა ანაკლიის პორტის მშენებლობაზე ახალ ტენდერს გამოაცხადებს.  ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა (ADC) და მისმა ჰოლანდიელმა ინვესტორმა, ბობ მეიერმა საქართველოს წინააღმდეგ საარბიტრაჟო სარჩელი შეიტანეს. სარჩელის შეტანა 2020 წლის 30 ივლისს გამართულ პრესკონფერენციაზე კონსორციუმის სამეთვალყურეო საბჭოს წევრმა, ტედ ჯონასმა და იურიდიული ფირმის, BLC-ის მმართველმა პარტნიორმა ქეთევან ქვარცხავამ დააანონსეს. 2017 წლის 24 დეკემბერს ანაკლიაში პორტის მშენებლობის დაწყება მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა და ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ საზეიმო ვითარებაში გახსნეს. მაშინ კვირიკაშვილი ამბობდა, რომ ანაკლიის პორტი 21-ე საუკუნის საქართველოს ყველაზე დიდი პროექტია, საქართველოს ინდუსტრიულ ქვეყნად ქცევის გარანტი. საქართველოს მთავრობამ 2020 წლის 9 იანვარს თქვა, რომ ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო “ანაკლიის განვითარების კონსორციუმს”, რომელსაც ანაკლიის პორტი უნდა აეშენებინა, ხელშეკრულებას შეუწყვეტს. ასევე წაიკითხეთ  ფილიპ რიკერი: ანაკლია და ყველა დიდი ინფრასტრუქტურული პროექტი, ეს არის უდიდესი შესაძლებლობა

ფინეთი, პოლონეთი, გერმანია და ბალტიისპირეთის ქვეყნები წყალბადის დერეფნის პროექტზე შეთანხმდნენ

ექვსმა გაზის ოპერატორმა - ლიეტუვიდან, ფინეთიდან, ესტონეთიდან, ლატვიიდან, პოლონეთიდან და გერმანიიდან წყალბადის ინფრასტრუქტურის განვითარებაში თანამშრომლობის შესახებ ხელშეკრულება გააფორმეს.  ამის შესახებ ინფორმაციას, პროექტის ერთ-ერთი მონაწილე, ლიეტუვის კომპანია Amber Grid-ის პრესსამსახური ავრცელებს. Amber Grid-ის გარდა, პროექტში, სახელწოდებით North Baltic Hydrogen Corridor, მონაწილეობენ Gasgrid Finland (ფინეთი), Elering (ესტონეთი), Conexus Baltic Grid (ლატვია), Gaz-System (პოლონეთი) და Ontras (გერმანია). მოსალოდნელია, რომ პროექტი გააძლიერებს რეგიონის ენერგეტიკულ უსაფრთხოებას, შეამცირებს დამოკიდებულებას იმპორტირებულ წიაღისეულ ენერგიაზე და მნიშვნელოვან როლს შეასრულებს დერეფნის გასწვრივ შინამეურნეობებისა და ენერგო ინტენსიური ინდუსტრიების ნახშირბადის ანაბეჭდის შემცირებაში. „რამდენიმე წელია, ჩვენ ვმუშაობთ წყალბადის, როგორც ბუნებრივი აირის შემცვლელის, ენერგიის ტრანსპორტირების, შერევის, უსაფრთხო გადაცემის და წყალბადის წარმოების, მოხმარების, იმპორტის ან ექსპორტის ბაზრის მოთხოვნის გაანალიზებაზე. ექვსი ქვეყნის ოპერატორების ერთობლივი ყურადღება ჩრდილოეთ ბალტიის ქვეყნების წყალბადის დერეფნის განხორციელებაზე და შემდგომი სამუშაოების დაგეგმვა აჩვენებს ერთიან მიდგომას ენერგიის გარდაქმნის მნიშვნელობასა და მისი რაც შეიძლება სწრაფად განხორციელების აუცილებლობაზე“, - განაცხადა Amber Grid-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ნემუნას ბიკნიუსმა.