ექვსმა გაზის ოპერატორმა - ლიეტუვიდან, ფინეთიდან, ესტონეთიდან, ლატვიიდან, პოლონეთიდან და გერმანიიდან წყალბადის ინფრასტრუქტურის განვითარებაში თანამშრომლობის შესახებ ხელშეკრულება გააფორმეს.
ამის შესახებ ინფორმაციას, პროექტის ერთ-ერთი მონაწილე, ლიეტუვის კომპანია Amber Grid-ის პრესსამსახური ავრცელებს.
Amber Grid-ის გარდა, პროექტში, სახელწოდებით North Baltic Hydrogen Corridor, მონაწილეობენ Gasgrid Finland (ფინეთი), Elering (ესტონეთი), Conexus Baltic Grid (ლატვია), Gaz-System (პოლონეთი) და Ontras (გერმანია).
მოსალოდნელია, რომ პროექტი გააძლიერებს რეგიონის ენერგეტიკულ უსაფრთხოებას, შეამცირებს დამოკიდებულებას იმპორტირებულ წიაღისეულ ენერგიაზე და მნიშვნელოვან როლს შეასრულებს დერეფნის გასწვრივ შინამეურნეობებისა და ენერგო ინტენსიური ინდუსტრიების ნახშირბადის ანაბეჭდის შემცირებაში.
„რამდენიმე წელია, ჩვენ ვმუშაობთ წყალბადის, როგორც ბუნებრივი აირის შემცვლელის, ენერგიის ტრანსპორტირების, შერევის, უსაფრთხო გადაცემის და წყალბადის წარმოების, მოხმარების, იმპორტის ან ექსპორტის ბაზრის მოთხოვნის გაანალიზებაზე.
ექვსი ქვეყნის ოპერატორების ერთობლივი ყურადღება ჩრდილოეთ ბალტიის ქვეყნების წყალბადის დერეფნის განხორციელებაზე და შემდგომი სამუშაოების დაგეგმვა აჩვენებს ერთიან მიდგომას ენერგიის გარდაქმნის მნიშვნელობასა და მისი რაც შეიძლება სწრაფად განხორციელების აუცილებლობაზე“, - განაცხადა Amber Grid-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ნემუნას ბიკნიუსმა.