თეგი: რატიფიცირება

პარლამენტმა სასესხო შეთანხმების რატიფიცირება მოახდინა

პარლამენტმა 85 ხმით, ერთხმად მხარი დაუჭირა დადგენილების პროექტს „საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის სასესხო შეთანხმების (ჩვეულებრივი ოპერაციები) (საცხოვრებლად ვარგისი ქალაქების საინვესტიციო პროექტი თანაბარი განვითარებისთვის)“ რატიფიცირების შესახებ“, - ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს. ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილის, გიორგი კაკაურიძის ინფორმაციით, აღნიშნული პროექტის ფარგლებში აზიის განვითარების ბანკი (ADB) სესხის სახით 101 მლნ. ევროს ოდენობის ფინანსურ რესურსს გამოყოფს. ეს რესურსი გათვალისწინებულია საქართველოს რეგიონებსა და თბილისში მუნიციპალური ინფრასტრუქტურისა და მომსახურების გაუმჯობესების, ურბანული განახლების, საზოგადოებრივი და ტურისტული სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის.

საფრანგეთის პარლამენტმა შვედეთისა და ფინეთის NATO-ში გაწევრიანების განაცხადის რატიფიცირება განახორციელა

საფრანგეთის პარლამენტმა შვედეთისა და ფინეთის NATO-ში გაწევრიანების განაცხადის რატიფიცირება განახორციელა. ბელგიამ ფინეთის და შვედეთის NATO-ში გაწევრიანების რატიფიკაციის პროცედურა დაასრულა 21 ივლისს სენატში კენჭისყრის შემდეგ, შვედეთისა და ფინეთის NATO-ში გაწევრიანების განაცხადს, მხარი უკვე ეროვნული კრების დეპუტატებმაც დაუჭირეს. საკითხს საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კატრინ კოლონა სოციალურ ქსელში გამოეხმაურა. „შვედეთისა და ფინეთის წევრობა ჩვენს ალიანსს გააძლიერებს, რათა დავიცვათ ჩვენი ფასეულობები და ცხოვრების წესი და ჩვენი თავისუფლება მათგან, ვინც საფრთხეს უქმნის მათ“, – წერს კატრინ კოლონა Twitter-ზე. შვედეთისა და ფინეთის გაწევრიანების პროტოკოლი, NATO-ს ყველა წევრი ქვეყნის პარლამენტისგან რატიფიცირების პროცედურას მოითხოვს. შვედეთმა და ფინეთმა NATO-ში გაწევრიანებაზე განაცხადი 18 მაისს შეიტანეს. ინფორმაციისთვის, 28 ივნისს ცნობილი გახდა, რომ თურქეთი თანახმაა, ფინეთისა და შვედეთის NATO-ში გაწევრიანებას მხარი დაუჭიროს. 29 ივნისს, NATO-მ ფინეთი და შვედეთი ალიანსში ოფიციალურად მიიწვია. რუსეთის მიერ უკრაინაზე თავდასხმის შემდეგ, სკანდინავიურმა ქვეყებმა ნეიტრალიტეტზე უარი თქვეს.