საფრანგეთის პარლამენტმა შვედეთისა და ფინეთის NATO-ში გაწევრიანების განაცხადის რატიფიცირება განახორციელა.
21 ივლისს სენატში კენჭისყრის შემდეგ, შვედეთისა და ფინეთის NATO-ში გაწევრიანების განაცხადს, მხარი უკვე ეროვნული კრების დეპუტატებმაც დაუჭირეს.
საკითხს საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კატრინ კოლონა სოციალურ ქსელში გამოეხმაურა.
„შვედეთისა და ფინეთის წევრობა ჩვენს ალიანსს გააძლიერებს, რათა დავიცვათ ჩვენი ფასეულობები და ცხოვრების წესი და ჩვენი თავისუფლება მათგან, ვინც საფრთხეს უქმნის მათ“, – წერს კატრინ კოლონა Twitter-ზე.
შვედეთისა და ფინეთის გაწევრიანების პროტოკოლი, NATO-ს ყველა წევრი ქვეყნის პარლამენტისგან რატიფიცირების პროცედურას მოითხოვს.
შვედეთმა და ფინეთმა NATO-ში გაწევრიანებაზე განაცხადი 18 მაისს შეიტანეს. ინფორმაციისთვის, 28 ივნისს ცნობილი გახდა, რომ თურქეთი თანახმაა, ფინეთისა და შვედეთის NATO-ში გაწევრიანებას მხარი დაუჭიროს. 29 ივნისს, NATO-მ ფინეთი და შვედეთი ალიანსში ოფიციალურად მიიწვია. რუსეთის მიერ უკრაინაზე თავდასხმის შემდეგ, სკანდინავიურმა ქვეყებმა ნეიტრალიტეტზე უარი თქვეს.