თეგი: რთველი

პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით, 2022 წლის რთველის მოსამზადებელი შეხვედრა გაიმართა

პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის ადმინისტრაციაში 2022 წლის რთველის მოსამზადებელი შეხვედრა გაიმართა. პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე ხაზი გაესვა, რომ რთველის ორგანიზებულად ჩასატარებლად სრული მზადყოფნაა როგორც სახელმწიფოს, ისე მეღვინეობის კერძო სექტორის მხრიდან. განიხილეს ის კონკრეტული ღონისძიებები, რომელთა განხორციელება რთველის ორგანიზებულად და წარმატებულად ჩატარებისთვისაა აუცილებელი. ხაზი გაესვა, რომ სახელმწიფოს მხარდაჭერით, ყველა მევენახე ფერმერი შეძლებს მოსავლის რეალიზაციას და ამასთან ერთად, შენარჩუნებული იქნება მევენახეობა-მეღვინეობის დარგის ბოლო წლების სტაბილური განვითარების დინამიკა. აღინიშნა, რომ რთველის საკოორდინაციო შტაბი 25 აგვისტოს ქალაქ თელავში გაიხსნება და ტრადიციულად, 24-საათიან რეჟიმში იმუშავებს. მთავრობის გადაწყვეტილებით, მევენახეების სუბსიდირება მიმდინარე წელსაც გაგრძელდება. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, კონკრეტული დეტალები უახლოეს მთავრობის სხდომაზე გახდება ცნობილი. მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია, ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი, პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე დავით სონღულაშვილი, თელავის, ახმეტის, ყვარლისა და ლაგოდეხის მაჟორიტარი დეპუტატი, პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი და მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი ლერი ბარნაბიშვილი ესწრებოდნენ.  

ირაკლი ღარბაშვილი: რთველი წელსაც დასუბსიდირდება

საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხდებით, რთველი 2022 წელსაც დასუბსიდირდება და ბიუჯეტიდან ამ მიმართულებით 150 მილიონი დაიხარჯება. ერთი კილოგრამი თეთრი ყურძნი 90 თეთრი ეღირება. პრემიერის თქმით, არცერთი კილოგრამი ყურძენი ჩაუბარებელი არ დარჩება.  „პროცესში ღვინის 300-მდე კომპანია ჩაერთვება. ჩვენ მათთან სრული კოორდინაცია გვაქვს. შექმნილია რთველის საკოორდინაციო შტაბი, რომელიც უკვე მუშაობს. ჩვენ წელს რეკორდულ მოსავალს ველოდებით - დაახლოებით, 300 000 ტონა მოსავალს. ეს რეკორდული მაჩვენებელია. ყველა გამოწვევისა და ფაქტორის გათვალისწინებით, წელსაც, რა თქმა უნდა, სუბსიდირება გაგრძელდება. ჯამურად, მთავრობას სუბსიდირება დაახლოებით 150 მილიონი ლარი დაუჯდება“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.